"უნდოდათ, უკრაინა და უკრაინელები გავეხლიჩეთ, მაგრამ სინამდვილეში, კიდევ უფრო გაგვაერთიანა" - რას ჰყვებიან უკრაინელები მძიმე ღამის შემდეგ? | Allnews.Ge

"უნდოდათ, უკრაინა და უკრაინელები გავეხლიჩეთ, მაგრამ სინამდვილეში, კიდევ უფრო გაგვაერთიანა" - რას ჰყვებიან უკრაინელები მძიმე ღამის შემდეგ?

მე­სა­მე დღეა უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან. წუ­ხელ კი­ევს მძი­მე ღამე ჰქონ­და, თუმ­ცა ვაჟ­კა­ცუ­რად გა­უმკლავ­დნენ მტერს. დღე­საც მო­ვი­კი­თხე ჩემი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი. ძა­ლი­ან მხნედ არი­ან და - შე­მარ­თე­ბით.

ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბა, მომ­წე­რა, დი­ლით კი იყო სრო­ლე­ბი, მაგ­რამ თავ­შე­სა­ფარ­ში არ წა­ვე­დი. ახლა სი­წყნა­რეა, ამი­ტომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვარ და სუფს ვამ­ზა­დე­ბო. მერე და­ა­ყო­ლა, „ლი­ლი­პუტ პუს“ (ალ­ბათ, მიხ­ვდით, პუ­ტინს გუ­ლის­ხმობ­და - ი.ხ.) კი ძა­ლი­ან უნ­დო­და, უკ­რა­ი­ნა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი გა­ვეხ­ლი­ჩეთ, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, კი­დევ უფრო გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნაო!

მის შემ­დეგ და­ნარ­ჩენ მე­გობ­რებ­საც და­ვუ­კავ­შირ­დი, მათ, ვინც ომის და­წყე­ბის დი­ლას მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის კი­ე­ვი­დან, იქვე, სო­ფელ­ში გაყ­ვა­ნა მო­ას­წრო.

ვიქ­ტო­რია სტა­ნის­ლა­ვივ­ნა:

- ჩვენს თავ­ზეც დაფ­რი­ნა­ვენ თვითმფრი­ნა­ვე­ბი, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მშვი­დო­ბით ვართ, მთა­ვა­რია, ბავ­შვე­ბი გვყავს უსაფრ­თხოდ. შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც იყოს, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, უკეთ ვგრძნობთ თავს, რად­გან გა­მარ­ჯვე­ბის რწმე­ნა კი­დევ უფრო მე­ტად გვიძ­ლი­ერ­დე­ბა. რა თქმა უნდა, ეს აფეთ­ქე­ბე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ირ­გვლივ ხდე­ბა, შე­საშ­ფო­თე­ბე­ლია, მაგ­რამ მთე­ლი რუ­სუ­ლი სის­ტე­მა, რომ­ლი­თაც რუ­სე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში შე­მო­იჭრ­ნენ და ეგო­ნათ, გაგვტე­ხავ­დნენ, სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამოქ­მედ­და - ჩვე­ნი მა­მა­ცი ჯა­რის­კა­ცე­ბი ამით ვერ გა­ტე­ხეს, პი­რი­ქით, ისი­ნი კი­დევ უფრო შე­უ­პოვ­რად იცა­ვენ ჩვენს სამ­შობ­ლოს. რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი არაფ­რით აძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას ამ სის­ტე­მას ჩა­ნა­ფიქ­რის ას­რუ­ლე­ბა­ში.

274298039-631992891209129-1443834118267728619-n-69367-1645894327.jpg

რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო იე­რი­შის შე­დე­გად კი­ევ­ში რა­კე­ტა კორ­პუსს და­ე­ცა

რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბა ად­გილ-ად­გილ რა­ღაც პო­ზი­ცი­ე­ბი დავ­კარ­გოთ, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში ერთი წუ­თი­თაც არ ვნებ­დე­ბით მათ შე­მო­ტე­ვებს. სწო­რედ ეს გვაძ­ლევს გა­მარ­ჯვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. იცი, რა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ გა­მარ­ჯვე­ბა­ში?! ვი­ცით, რომ უფა­ლი ჩვენ მხა­რეს არის და იმა­საც ვგრძნობთ, რომ ჩვენ ახლა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის­თვის კი არ ვიბ­რძვით, არა­მედ ვიბ­რძვით მსოფ­ლი­ოს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, წე­სი­ე­რი, კე­თი­ლი ხალ­ხის­თვის, რომ­ლებ­საც სურთ, დას­წვან, გა­ა­ნად­გუ­რონ ის ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც თავ­მოყ­რი­ლია ადა­მი­ან­ში, რომ­ლის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბაც კი არ მინ­და!

ვლო­ცუ­ლობთ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის, ვცდი­ლობთ, მათი შე­მარ­თე­ბა კი­დევ უფრო ავა­მაღ­ლოთ; ვწერთ ჩვენს ნაც­ნობ რუ­სებს, რომ ისი­ნიც გა­მო­ვიდ­ნენ და გა­აპ­რო­ტეს­ტონ ეს ომი; ჩვე­ნი ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი, ვი­საც რო­გორ შე­უძ­ლია, გვიგ­ზავ­ნის სხვა­დას­ხვაგ­ვარ დახ­მა­რე­ბას, ფულ­საც კი. ამი­ტომ მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. აი, ნა­ხავ, ძა­ლი­ან მალე ჩვენც შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს ან კი­ევ­ში, ან თბი­ლის­ში. რო­დე­საც აქ ჩა­მოხ­ვალ, თა­ვად და­ი­ნა­ხავ, რომ აქ ახა­ლი უკ­რა­ი­ნა იქ­ნე­ბა, უფრო ძლი­ე­რი და მშვე­ნი­ე­რი.

ჩვენ ეს ომი რო­გორ­მე უნდა გა­და­ვი­ტა­ნოთ, და­ვე­ლო­დოთ გა­ზა­ფხულს, გვექ­ნე­ბა სიძ­ნე­ლე­ე­ბი, და­ნა­კარ­გე­ბი, მაგ­რამ გვექ­ნე­ბა უკე­თე­სის იმე­დიც! ვლო­ცუ­ლობთ ცო­ცხლებ­ზე და ვლო­ცუ­ლობთ და­ღუ­პუ­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი გმი­რე­ბი არი­ან, ქედს ვიხ­რით მათ წი­ნა­ში და არას­დროს და­ვი­ვი­წყებთ!

- თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის, თი­თო­ე­უ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლის სუ­ლის სიმ­ტკი­ცე და შე­მარ­თე­ბა მარ­თლაც სა­ო­ცა­რია... ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ...

- შოკ­ში ვართ და - ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხეთ, ჩვენს მხარ­და­სა­ჭე­რად რამ­დე­ნი ქარ­თვე­ლი გა­მო­ვი­და. შენ და შენი კო­ლე­გე­ბიც ჩვენ­თან ერ­თად იბ­რძვით - თქვე­ნი სი­ტყვა ძა­ლი­ან მძლავ­რი ია­რა­ღია ომის წი­ნა­აღ­მდეგ! რომ იცო­დე, ჩვე­ნი შე­მარ­თე­ბით, იცი, რამ­დენ რუსს მი­ე­ცა ჩვე­ნი თა­ნად­გო­მის სურ­ვი­ლი? იცით, რამ­დენ­მა რუს­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა ეს ომი?

მა­გა­ლი­თად, დო­ნის როს­ტო­ვი­დან ჩვე­ნი ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი გვწერ­და, რა მაგ­რე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და თქვენს მხარ­და­სა­ჭე­რა­დო. ჩვენც სტი­მუ­ლის­თვის მივ­წე­რეთ, თქვენც ასე უნდა მო­იქ­ცეთ და გა­აპ­რო­ტეს­ტოთ-თქო. ეს ხომ ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­აა - ეს აღ­ტკი­ნე­ბა გა­დამ­დე­ბია! ვლო­ცუ­ლობთ და მო­ვუ­წო­დებთ მთელ მსოფ­ლი­ოს - გა­მო­ფხიზ­ლდით, გა­იღ­ვი­ძეთ უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად!