BBC - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი მელიტოპოლი აიღეს | Allnews.Ge

BBC - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი მელიტოპოლი აიღეს

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილში ქალაქი მელიტოპოლი აიღეს. ინფორმაციებს Interfax-ი და Sputnik-ი რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მელიტოპოლი არის საშუალო სიდიდის ქალაქი, რომელიც მარიუპოლთან - უკრაინის საკვანძო პორტთან ახლოს მდებარეობს.