ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან | Allnews.Ge

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსული სამხედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან.

„რუსული ჯავშანტექნიკა და სამედრო შენაერთები კიევის ცენტრიდან 50 კილომეტრის მოშორებით არიან. მათი თავდასხმა ჩერნიგოვის მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა“, - წერია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევის ჩრდილოეთით რუსულ და უკრაინულ ჯარებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.