უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - განადგურებულია რუსეთის არმიის 80 ტანკი, 516 ჯავშანმანქანა, 10 თვითმფრინავი და 7 ვერტმფრენი | Allnews.Ge

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე - განადგურებულია რუსეთის არმიის 80 ტანკი, 516 ჯავშანმანქანა, 10 თვითმფრინავი და 7 ვერტმფრენი

უკრაინამ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს, ომის დაწყებიდან ამ დრომდე, რუსეთის შეიარაღებული ძალების 80 ტანკი გაანადგურა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა „ფეისბუკში“ დაწერა.

მისი თქმით, 80 ტანკის გარდა, განადგურებულია 516 სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა, 10 თვითმფრინავი, 7 ვერტმფრენი, 2800 პირადი შემადგენლობა. საუბარია მოკლულებზე, დაჭრილებსა და ტყვედ აყვანილებზე.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ 25 თებერვალს რუსეთის არმიამ ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა, რაც გამოცემის ინფორმაციით, რეკორდული მაჩვენებელია მისი არსებობის მანძილზე.