ვოლოდიმირ ზელენსკი - დაარწმუნა გუშინდელმა სანქციებმა რუსეთი? - ჩვენ გავიგონეთ ჩვენს ცაზე და დავინახეთ მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ იყო | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - დაარწმუნა გუშინდელმა სანქციებმა რუსეთი? - ჩვენ გავიგონეთ ჩვენს ცაზე და დავინახეთ მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ იყო

ჩვენ ვიცავთ თავს მარტო და მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ აღმოჩნდა საკმარისი რუსეთის იმაში დასარწმუნებლად, რომ აგრესია უნდა შეეწყვიტა.

„დაარწმუნა გუშინდელმა სანქციებმა რუსეთი? ჩვენ გავიგონეთ ჩვენს ცაზე და დავინახეთ მიწაზე, რომ ეს საკმარისი არ იყო,“- აღნიშნა ზელენკსიმ.

მან დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსული ძალების მიერ რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა და თავდასხმების სამიზნე იყო როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ობიექტები. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები იცავს ცას, მაგრამ მოწინააღმდეგის თვითმფრინავები სასტიკად მოქმედებენ დასახლებულ ადგილებში, განსაკუთრებით კიევში.