მედია - რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს | Allnews.Ge

მედია - რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს

რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, მაგრამ უკრაინული ძალები მას ივანკოვის დასახლებასთან წინააღმდეგობას უწევენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს.

უკრაინული მედია წერს, რომ ივანკოვის შემდეგ ვიშგოროდის გავლით დედაქალაქზე თავდასხმის შესაძლებლობა იხსნება.