რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს | Allnews.Ge

რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ყოფილი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს

რუსეთის სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველზე მიხაილ პოდოლიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მძიმე ბრძოლის შედეგად, ჩვენი კონტროლი ჩერნობილის ობიექტზე დაკარგულია. ყოფილი ატომური სადგურის მდგომარეობისა და ბირთვული ნარჩენების შესანახი ობიექტის მდგომარეობა უცნობია“ , - განაცხადა პოდოლიაკმა.