"შეჩერებულია ხარკოვზე შეტევა. სადღაც ათამდე რუსული საფრენი აპარატია ჩამოგდებული" - რას ჰყვება ლუგანსკში მყოფი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი? | Allnews.Ge

"შეჩერებულია ხარკოვზე შეტევა. სადღაც ათამდე რუსული საფრენი აპარატია ჩამოგდებული" - რას ჰყვება ლუგანსკში მყოფი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი?

ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი ირაკ­ლი ქუ­რას­ბე­დი­ა­ნი, რო­მე­ლიც ლუ­განსკის ოლ­ქში იმ­ყო­ფე­ბა, იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში მან გა­ნა­ცხა­და, თით­ქმის ყველ­გან ფრონ­ტის ხა­ზია და ხდე­ბა შე­ტე­ვე­ბი.

ასე­ვე მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რაც მთა­ვა­რია, ხალ­ხში არ არის პა­ნი­კა, ისი­ნი საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბით არი­ან გან­წყო­ბი­ლი და არ აპი­რე­ბენ რუ­სეთს შე­უ­შინ­დნენ.

"ფრონ­ტის ხაზი უკვე ყველ­გან არის, ცდი­ლო­ბენ შე­მო­ტე­ვას, ჰქონ­დათ მცი­რე­ო­დე­ნი წარ­მა­ტე­ბე­ბი, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან უკუ­აქ­ცი­ეს უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და შე­ჩე­რე­ბუ­ლია ხარ­კოვ­ზე შე­ტე­ვა. სა­დღაც ათამ­დე საფ­რე­ნი აპა­რა­ტია ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი.

რო­გორც ვიცი, არის მსხვერ­პლი ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც და­ბომბვე­ბი იყო. დიდი მსხვერ­პლი არ არის. მო­სახ­ლე­ო­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ პა­ნი­კა არ არის. მთე­ლი გათ­ვლა რუ­სე­თის მხრი­დან პირ­ველ დარ­ტყმა­ზე და ფსი­ქო­ლო­გი­ურ მო­მენტზე იყო.

ეგო­ნათ, გა­მო­ვარ­დე­ბოდ­ნენ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და იტყოდ­ნენ, შევ­წყვი­ტოთ ომი, რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბაო... მაგ­რამ ეს არ მოხ­და. მიდის ია­რა­ღის და­რი­გე­ბა და არა მარ­ტო ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი და რე­ზერ­ვის­ტე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბაც მზად­ყოფ­ნა­შია.

სამ­წუ­ხა­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­დე­გია იმის, რაც ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და, თავ­ზე ხე­ლის გა­დას­მის პო­ლი­ტი­კას ვგუ­ლის­ხმობ. ჩვენ ქარ­თვე­ლებს არა­ვინ გვის­მენ­და, ცო­ტა­ნი ვართ და... უნდა ეს­მო­დეს ყვე­ლას, რაც დღეს ხდე­ბა, ეს ომი რო­გო­რი შე­დე­გი­თაც არ უნდა დას­რულ­დეს, შეც­ვლის მსოფ­ლი­ოს მდგო­მა­რე­ო­ბას" - აღ­ნიშ­ნა ქუ­რას­ბე­დი­ან­მა.

myquiz