ვლადიმერ ზელენსკი - ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა - თუმცა, ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია, თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, გულწრფელად გვითხარით | Allnews.Ge

ვლადიმერ ზელენსკი - ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა - თუმცა, ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია, თუ ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, გულწრფელად გვითხარით

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა. თუმცა ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი დანახვა, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა - გულწრფელად გვითხარით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა 8 წლის წინ გააკეთა თავისი არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ, სწორედ ამიტომ ისინი დღეს იმსახურებენ გულწრფელ პასუხებს ევროკავშირისა და ნატო-სგან.

„ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნატო-ს კარი ღიაა. თუმცა ჯერ უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს არ სურს ჩვენი დანახვა ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი დანახვა - გულწრფელად გვითხარით. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ ღია პასუხები გვჭირდება და არა წლობით დახურული კითხვები. ნუთუ უფლება სიმართლეზე არ შედის ჩვენს გაფართოვებულ შესაძლებლობებში? საუკეთესო დრო ამისთვის მადრიდის უახლოესი სამიტია,“- განაცხადა ზელენსკიმ.

„მე მადლიერი ვარ ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით, არიან ქვეყნები, რომლებიც დგანან უკრაინის გვერდით, დგანან სიმართლისა და საერთაშორისო სამართლის გვერდით. არ ჩამოვთვლი ჩვენს მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ მინდა ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მაგრამ ეს მათი საქმეა, ეს ამ ქვეყნების კარმაა და ის შეგნებაა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ. თუმცა არ ვიცი, როგორ აუხსნიან ამ ქმედებას დღეს უკრაინაში ორ მოკლულსა და სამ დაჭრილ ჯარისკაცს და რაც მთავარია, როგორ აუხსნიან სამ გოგოს კიევიდან, ერთი 10-საა, მეორე 6-ის და მესამე სულ რაღაც ერთი წლის, დღეს ისინი დილის 6 საათზე მამის გარეშე დარჩნენ, როდესაც უკრაინელი ოფიცერი დაიღუპა, ჭურვის შედეგად, რომელიც აკრძალულია მინსკის შეთანხმებით. არ ვიცი რაზე ფიქრობდა ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში, ის, ალბათ, არ ფიქრობდა იმაზე, რა სახის დღის წესრიგი გვჭირდება ჩვენ აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად, მაგრამ მან იცოდა კითხვაზე პასუხი, რომელიც მე დავსვი დასაწყისში, მან კარგად იცის ვინ იტყუება. განისვენოს მშვიდობით მან და ყველამ, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში დაიღუპა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სანამ დასავლეთი დუმს, სუჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში.

„რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ ახლა?! ჩვენ შეგვლია გავაგრძელოთ უკრაინის და მისი თავდაცვითი საშუალებების ეფექტური მხარდაჭერა, შეგვიძლია უზრუნველვყოთ ის ევროპული პერსპექტივით, უზრუნველვყოთ დახმარებითა და წარმოვადგინოთ კონკრეტული დრო უკრაინის ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ გვჭირდება დახმარება ქვეყნის ტრანსფორმაციაში, რათა მივაღწიოთ სტაბილურობას. ასევე, გვჭირდება ახალი შეიარაღებით უზრუნველყოფა ჯარისთვის, რომელიც იცავს მთელ ევროპას და გვჭირდება ეფექტური სანქციების პაკეტი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. ასევე გვჭირდება უკრაინის ინტეგრაცია ევროკავშირში, მაშინ, როდესაც ჩრდილოეთის ნაკადი ორი გამოიყენება როგორც იარაღი. ყველა ეს კითხვა საჭიროებს პასუხს, მაგრამ სანაცვლოდ არის სიჩუმე და სანამ სიუჩუმე შენარჩუნებულია, სიჩუმე არ იქნება უკრაინის აღმოსავლეთში, არ იქნება ევროპის აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ევროპა და მსოფლიო ამას მიხვდება,“- განაცხადა ზელენსკიმ.

myquiz