ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა- რა ხდება თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში?
რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტების ლიდერმა თვითგამოცხადებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ რუსეთი ევაკუირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფაზე დათანხმდა და რომ პრიორიტეტი ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს უნდა მიენიჭოს.
მედიის ინფორმაციით, გაჟღერებული სირენა ევაკუაციის დაწყებას ნიშნავდა.
ამასთან, სააგენტო „ინტერფაქსმა“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის დატოვებასა და რუსეთის როსტოვის ოლქში გადასვლას ათასობით ადამიანი გეგმავს.
ოკუპირებულ დონეცკის გარდა ევაკუაცია ოკუპირებულ ლუგანსკშიც გამოცხადდა.