უკრაინული მედია - დონბასში მებრძოლებმა ცეცხლი კვლავ გახსნეს, ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა | Allnews.Ge

უკრაინული მედია - დონბასში მებრძოლებმა ცეცხლი კვლავ გახსნეს, ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა

უკრაინის შინაგან სამქეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოს განცხადებით, შეიარაღებულმა მებრძოლემბა დონბასში, სტანიცა ლუგანსკაში ცეცხლი კვლავ გახსნეს. მისი თქმით, ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა. შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სტანიცა ლუგანსკაში მძიმე არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გახსნეს. ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ბაღის სამი თანამშრომელი დაშავდა.

myquiz