"არ არის გამორიცხული, უკრაინის "ნეიტრალიტეტზეც" მიდიოდეს ლაპარაკი, რაც ძალიან არ გვაწყობს" - რას ჰყვება უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტი | Allnews.Ge

"არ არის გამორიცხული, უკრაინის "ნეიტრალიტეტზეც" მიდიოდეს ლაპარაკი, რაც ძალიან არ გვაწყობს" - რას ჰყვება უკრაინელი სამოქალაქო აქტივისტი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა და გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა ოლაფ შოლცმა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს კვლავ გა­ნა­ცხა­დეს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა "ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია”, რად­გან იქ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის რის­კი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, - "დო­ი­ჩე ვე­ლეს“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის კან­ცლე­რის პრესს­პი­კერ­მა, შტე­ფან ჰე­ბესტრე­იტ­მა გა­ნა­ცხა­და. ლი­დე­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთს უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არ გა­უყ­ვა­ნია. "რუ­სეთ­მა რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი უნდა გა­დად­გას დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ,“- გა­ნა­ცხა­დეს აშშ-სა დას გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რებ­მა.

უკ­რა­ი­ნე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი ევე­ლინ ბრა­გი­ნე­ციც მი­იჩ­ნევს, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, ჯერ­ჯე­რო­ბით იმის ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს არ იძ­ლე­ვა, რომ პუ­ტინ­მა უკან და­ი­ხია.

- არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯით უკან არ და­უ­ხე­ვია რუ­სეთს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრი­დან მხო­ლოდ 30კმ. - ით გა­დას­წია, არა­ვინ იცის, სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ო­მა­რი ტაქ­ტი­კაა თუ მის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი სა­ხი­ფა­თო თა­მა­ში და ნერ­ვე­ბის ომის გაგ­რძე­ლე­ბა.

საფრ­თხე არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, პი­რი­ქით, ალ­ბათ გაგ­რძელ­დე­ბა აგ­რე­სი­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. ალ­ბათ იქამ­დე, ვიდ­რე ბე­ლა­რუს­ში სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი არ დას­რულ­დე­ბა. ასე რომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, კი­დევ უფრო გამ­წვავ­და და­ძა­ბუ­ლო­ბა. სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბა ისე­დაც არ იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი 21 თე­ბერ­ვალ­ზე ადრე. ძა­ლი­ან ბევრ სამ­ხედ­რო პირ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, მათ­თა­ნაც, რომ­ლე­ბიც სან­გრებ­ში ზის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბი­ან...

20 თე­ბერ­ვალს პე­კი­ნის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და სრულ­დე­ბა. რუ­სე­თის მხრი­დან უკ­რა­ი­ნა­ზე იე­რი­შის მი­ტა­ნა, ოლიმ­პი­ა­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ჩი­ნეთს ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზებ­და, რაც ახლა სუ­ლაც არ აწყობთ. ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე, რუ­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი წვრთნებ­საც ას­რუ­ლე­ბენ...

ასე რომ, ვი­თა­რე­ბა კი არ დამ­შვიდ­და, პი­რი­ქით, რუ­სეთ­მა ომის­კენ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი გად­მოდ­გა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი მო­რი­გი პრო­ვო­კა­ცია დად­გას, მერე უკ­რა­ი­ნე­ლებს და­აბ­რა­ლოს და ამ სა­ბა­ბით შე­მო­იჭ­რას.

ახლა შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი ჩვენს პო­ლი­ტი­კო­სებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - შეძ­ლე­ბენ თუ არა ისი­ნი პუ­ტი­ნის მიერ მომ­ზა­დე­ბულ და­ნის წვერ­ზე სი­ა­რულს. თუ ისი­ნი რუ­სულ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მო­ე­გე­ბი­ან, ეს ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თი ფე­დე­რა­ლი­ზა­ცი­ას მო­ი­თხოვს, ეს კი, პირ­და­პირ ნიშ­ნავს უკ­რა­ი­ნის ნელ სიკ­ვდილს. უახ­ლო­ეს ათ წე­ლი­წად­ში, უკ­რა­ი­ნა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო აღარ იარ­სე­ბებს.

- რა გა­მო­სა­ვალს ხე­დავთ?

- თუკი ომი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სარ­ჩე­ნად, ისევ ომი სჯობს. ორი უა­რე­სი­დან, ვგუ­ლის­ხმობ, ჩვენ­თან თუ რუ­სე­თი თა­ვი­სას გა­ი­ტანს, ეს საფრ­თხე იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის. რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბა - გა­მარ­ჯვე­ბის შე­დე­გე­ბი, მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ზე კი არა, სხვებ­ზეც - სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ევ­რო­პა­ზე, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს მო­მა­ვალ­ზეც აი­სა­ხე­ბა.

არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ პუ­ტი­ნი-ზე­ლენ­სკის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­ი­მარ­თე­ბა და მე­ო­რე - ბოლო დღე­ებ­ში მოს­კოვ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რი ჩა­დის, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, უკ­რა­ი­ნის "ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­ზეც" მი­დი­ო­დეს ლა­პა­რა­კი. რაც ძა­ლი­ან არ გვა­წყობს... ერთი სი­ტყვით, ახლა რომც ჩა­წყნარ­დეს ვი­თა­რე­ბა, ეს არ ნიშ­ნავს, მშვი­დად ყოფ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი გვექ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა, პრო­ცე­სებ­მა მო­მა­ვალ ზამ­თარს ხე­ლახ­ლა იფეთ­ქოს. ამ ყვე­ლაფ­რის კავ­ლდაკ­ვალ რუ­სე­თი ჰიბ­რი­დულ ომს აწარ­მო­ებს და ამას შემ­დე­გაც გაგ­რძე­ლებს, რაც ძა­ლი­ან აზი­ა­ნებს უკ­რა­ი­ნის ეკო­ნო­მი­კას. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ახლა რუ­სე­თის სიმ­შვი­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ambebi.ge