"გარწმუნებთ, ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება - ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს" - ევროკავშირში რუსეთის ელჩი | Allnews.Ge

"გარწმუნებთ, ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ იქნება - ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს" - ევროკავშირში რუსეთის ელჩი

ევ­რო­კავ­შირ­ში რუ­სე­თის ელჩი ვლა­დი­მერ ჩი­ჟო­ვი აცხა­დებს, რომ რუ­სე­თი დღეს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რას არ გეგ­მავს.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ელჩმა გერ­მა­ნულ ტე­ლე­არხ WELT-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"შე­მიძ­ლია და­გარ­წმუ­ნოთ, რომ ამ ოთხშა­ბათს თავ­დას­ხმა არ იქ­ნე­ბა. არა­ნა­ი­რი ეს­კა­ლა­ცია არ არის და­გეგ­მი­ლი მო­მა­ვალ კვი­რა­ში, ან ერთი კვი­რის შემ­დეგ, ან მო­მა­ვალ თვე­ში”, - თქვა ელჩმა და დას­ძი­ნა: ევ­რო­პა­ში ომე­ბი იშ­ვი­ა­თად იწყე­ბა ოთხშა­ბათს.

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში სა­ვა­რა­უ­დო შეჭ­რის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას რუს­მა დიპ­ლო­მატ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია არა­ნა­ირ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ ეფუძ­ნე­ბა.

"რო­დე­საც თქვენ აცხა­დებთ ასეთ პრე­ტენ­ზი­ებს - ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრე­ტენ­ზი­ებს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ - ისი­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით უნდა გა­ამ­ყა­როთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა ცი­ლის­წა­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ჟოვ­მა.