ვლადიმერ პუტინი - 30 წლის წინ გვითხრეს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა ჩვენს კართანაა
30 წლის წინ ჩვენ გვითხრეს, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, თუმცა ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა ჩვენ კართანაა , -განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ოლაფ შოლცთან გამართული პრესკონფერენციის დროს.
მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი ახლა, ამას უნდა მივაღწიოთ მოლაპარაკებების გზით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები ყურადღებით მოგვისმენენ და ნათქვამს სერიოზულად მიიღებენ“, - განაცხადა მან.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მზადაა უსაფრთხოებისა და რაკეტების განლაგების საკითხებზე დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართოს.