მედია- რუსეთის ქვედანაყოფების ნაწილი საცეცხლე პოზიციებისკენ გადაადგილდება
რუსეთმა უკრაინის საზღვართან განლაგებული შორი მოქმედების არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციაზე გადაიყვანა, – ინფორმაციას cbsnews-ი აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილმა შეკრების ზონა დატოვა და საცეცხლე პოზიციებისკენ გადაადგილდება.
როგორც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა მედიასაშუალებას განუცხადა, აშშ-ის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინას მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დაესხმება თავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით.