კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავევბის ფონზე - რაზე ისაუბრეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა | Allnews.Ge

კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი ბაიდენსა და პუტინს შორის რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამწვავევბის ფონზე - რაზე ისაუბრეს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა

უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის გარ­შე­მო ვი­თა­რე­ბა კვლავ და­ძა­ბუ­ლი რჩე­ბა. ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის გამო, უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბას ურ­ჩე­ვენ. კრი­ზი­სის გამ­წვა­ვე­ბის ფონ­ზე, გუ­შინ კი­დევ ერთი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენ­სა და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს შო­რის.

რა ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს კრემ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შე­სა­ხებ?

კრემლში აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა და ჯო ბა­ი­დე­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნი იყო, - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წემ, იური უშა­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ბა­ი­დენ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­უ­ბარ­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ახ­სე­ნა, თუმ­ცა აქ­ცენ­ტი ამ სა­კი­თხზე არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

"აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, უკ­რა­ი­ნის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის კონ­ტექ­სტში ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბი ახ­სე­ნა, თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე აქ­ცენ­ტი არ გა­კე­თე­ბუ­ლა,“ - აღ­ნიშ­ნა უშა­კოვ­მა.

მისი თქმით, სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში მო­სა­ლოდ­ნელ შეჭ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით აშშ-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი "უპ­რე­ცე­დენ­ტო ის­ტე­რი­ის გა­რე­მო­ში“ შედ­გა.

იური უშა­კო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტებ­მა გა­ნი­ხი­ლეს უკ­რა­ი­ნის "თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღით“ მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხი.

"გა­ნი­ხი­ლეს უკ­რა­ი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხი, რა­საც და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად აკე­თე­ბენ, რი­თაც ხელს უწყო­ბენ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის მხრი­დან შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ებს, რო­გორც დონ­ბას­თან, ასე­ვე ყი­რიმ­თან მი­მარ­თე­ბა­ში,“- აღ­ნიშ­ნა უშა­კოვ­მა.

რას აცხა­დე­ბენ თეთრ სახ­ლში?

თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ჯო­ზეფ ბა­ი­დე­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრებ­ზე სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა გარ­კვე­ვით გა­ნა­ცხა­და, რომ თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­კავ­ში­რე­ებ­სა და პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­დაჭ­რით უპა­სუ­ხებს და რუ­სეთს სწრაფ და მძი­მე სა­ფა­სურს და­ა­კის­რებს.

"პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა გა­ი­მე­ო­რა, რომ რუ­სე­თის შემ­დგო­მი შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში გა­მო­იწ­ვევს ადა­მი­ა­ნურ ტან­ჯვას და და­აკ­ნი­ნებს რუ­სე­თის მდგო­მა­რე­ო­ბას. პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა პრე­ზი­დენტ პუ­ტინ­თან ნათ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ინარ­ჩუ­ნებს მზად­ყოფ­ნას ჩა­ერ­თოს დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში, მო­კავ­ში­რე­ებ­თან და პარტნი­ო­რებ­თან სრუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცი­ით, ჩვენ თა­ნაბ­რად მზად ვართ სხვა სცე­ნა­რე­ბის­თვი­საც“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია თეთ­რი სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.