აშშ-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღეში უკრაინაში შეჭრას გეგმავს - "დაიწყება საჰაერო დაბომბვებით და სარაკეტო თავდასხმებით" | Allnews.Ge

აშშ-ის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღეში უკრაინაში შეჭრას გეგმავს - "დაიწყება საჰაერო დაბომბვებით და სარაკეტო თავდასხმებით"

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აცხა­დებს, რომ უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის მკა­ფიო შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს და უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რებ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებს 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს. ინ­ფორ­მა­ცი­ას The Guardian ავ­რცე­ლებს.

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წყა­როს ცნო­ბით, ჯო ბა­ი­დენ­მა ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უახ­ლო­ეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას გეგ­მავს, თუმ­ცა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლის, ჯეიკ სა­ლი­ვა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "სა­ბო­ლოო ბრძა­ნე­ბა“ პუ­ტინს ჯერ არ გა­უ­ცია.

„მე ვი­ტყვი, რომ ის, თუ რო­გორ მო­ახ­დი­ნა ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და გა­ნა­ლა­გა ისი­ნი, სხვა ინ­დი­კა­ტო­რებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ჩვენ და­ვაგ­რო­ვეთ დაზ­ვერ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით, ცხად­ყოფს ჩვენ­თვის, რომ არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მკა­ფიო შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რუ­სეთ­მა აირ­ჩი­ოს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა. ასე­ვე არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი იმის და­სა­ჯე­რებ­ლად, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გო­ნივ­რუ­ლად სწრაფ ვა­დებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლი­ვან­მა.

მისი თქმით, ზუს­ტი დღი­სა და სა­ა­თის გან­სა­ზღვრა არ შე­უძ­ლი­ათ, თუმ­ცა აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ შეჭ­რა შე­საძ­ლოა ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, 20 თე­ბერ­ვლამ­დე გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ზუს­ტად გან­ვსა­ზღვროთ დღე, და ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ზუს­ტად გან­ვსა­ზღვროთ სა­ა­თი, მაგ­რამ რაც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ არის ის, რომ არის სან­დო პერ­სპექ­ტი­ვა იმი­სა, რომ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბამ­დე“, - დას­ძი­ნა სა­ლი­ვან­მა.

ჯეიკ სა­ლი­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კელ მო­ქა­ლა­ქე­ებს უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის და­სა­ტო­ვებ­ლად ორი დღე აქვთ.

„თუ თქვენ დარ­ჩე­ბით, თქვენ იღებთ რისკს, გა­რან­ტი­ის გა­რე­შე, რომ იქ­ნე­ბა სხვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბი­სა და არ არ­სე­ბობს აშშ-ის სამ­ხედ­რო ევა­კუ­ა­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ვა რუ­სე­თის შე­მოჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში.

თუკი რუ­სე­თის თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ი­წყე­ბა სა­ჰა­ე­რო და­ბომბვე­ბით და სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბით, რა­საც შე­იძ­ლე­ბა ემსხვერ­პლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა. შემ­დგომ სახ­მე­ლე­თო შეჭ­რა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­სი­უ­რი ძა­ლე­ბის შე­ტე­ვით პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უმ­ჩნევ­ლად. გამ­გზავ­რე­ბის­თვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს და კო­მერ­ცი­უ­ლი ტრან­ზი­ტი შე­ჩერ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა.

თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ი­დენ­მა თეთრ სახ­ლში გა­მარ­თუ­ლი სა­გან­გე­ბო შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ტრან­სატ­ლან­ტი­კურ ლი­დე­რებს და­უ­რე­კა, რათა გა­ნე­ხი­ლათ სა­ერ­თო შეშ­ფო­თე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­ზე რუ­სე­თის ჯა­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­სა­ხებ და ესა­უბ­რათ დიპ­ლო­მა­ტი­ის და შე­კა­ვე­ბის კუ­თხით გან­გრძო­ბად კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ზე.

წყა­როს ცნო­ბით, შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა მო­ი­თხო­ვა სას­წრა­ფოდ და­კავ­ში­რე­ბა ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ებ­თან და ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭო­სა და კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან დაზ­ვერ­ვის ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად.