ბიონსეს 8 ძიძა ჰყავს, ჯენიფერ ლოპესმა კი მამაკაცი აირჩია - როგორ არჩევენ ვარსკვლავები საკუთარი შვილებისთვის ძიძებს | Allnews.Ge

ბიონსეს 8 ძიძა ჰყავს, ჯენიფერ ლოპესმა კი მამაკაცი აირჩია - როგორ არჩევენ ვარსკვლავები საკუთარი შვილებისთვის ძიძებს

შვილისთვის ძიძის არჩევა მარტივი ამოცანა არ არის. რთულია, ენდო უცხო ადამიანს და მას შვილების ბედი ჩააბარო. მით უმეტეს, როდესაც არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ძიძის დაუდევრობის გამო ბავშვი დაზიანებულა. ეს უფრო მეტად რთული კი ცნობილი ადამიანებისთვისაა, რადგანაც მათ მიმართ განსაკუთრებული ინტერესია. შესაძლოა ადამიანებმა სცადონ და ძვირად ღირებული ნივთები წაიღონ სახლიდან, შეასრულონ საიდუმლო მისია თუ სხვა. გარდა ამისა, ხშირად ცნობილ ადამიანებს თავიანთი უცნაური წესები აქვთ, რომლებზე მორგებაც რთულია.

ბიონსე

bionse-1644566404.jpg

ბიონსეს არ უყვარს დამხმარეების ვინაობის აფიშირება, რადგან ოჯახის უსაფრთხოებას განსაკუთრებით უფრთხილდება. თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც კი ძიძების სახელებსა და გვარებს არ ასახელებს, რადგან ეს კონტრაქტით ძალიან მკაცრად რეგულირდება. მას 8 ძიძა ჰყავს. ბევრია? ბიონსე ასე საერთოდ არ თვლის და ამბობს, რომ ბავშვებს სათანადო და ინდივიდუალური ყურადღება სჭირდებათ."ტყუპს სხვადასხვა დროს სძინავს, ამიტომ ბიონსემ გადაწყვიტა, რომ თითოეულს სამი ძიძა სჭირდებოდა: დილით, შუადღესა და ღამით", - განმარტეს ოჯახის მეგობრებმა. რამდენიმე წლის წინ მომღერლის ერთ-ერთ თანაშემწეს მხოლოდ ერთი დავალება ჰქონდა: ქალიშვილის, ბლუს საფენის გამოცვლა ყოველ ერთ საათში ერთხელ. ახლა მოთხოვნები შეიცვალა და პოპ-დივამ ძიძებს დაავალა, ესწავლათ ცეკვა კლიპიდან Single Ladies და გაერთოთ მისი ქალიშვილი, როცა დედა ძალიან მოენატრებოდა. საბოლოოდ, ბიონსე და ჯეი-ზი ძიძებზე წელიწადში 100 000 დოლარს ხარჯავენ.

ჯენიფერ ლოპესი

lopesi-1644566460.jpeg

ჯენიფერ ლოპესს ძიძის საკითხთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს. ის სახლში რვა ძიძის გამოჩენის მომხრე არ არის და ურჩევნია, რომ ერთმა ადამიანმა შეასრულოს აღნიშნული საქმე. თუმცა, ასეთი სუპერქალის პოვნა, რომელსაც ორი უცხო ენა ეცოდინება და ბავშვების მოვლისა და გართობის სურვილი ექნება კვირაში 7 დღე, ეტყობა რთული აღმოჩნდა და მან მამაკაცი ძიძა აირჩია.ჯენიფერ ლოპესის შვილი ძიძასთან ერთად

2015 წელს მომღერალმა თქვა, რომ ვაჟისთვის, მაქსისთვის მეგობარს ეძებდა, რომელსაც ძალიან აკლდა მამაკაცის ყურადღება. გოგონას უფრო მეტ ყურადღებას დედა და ბებია აქცევდნენ. "მჭირდება ვინმე, ვინც ჩემი ვაჟისთვის მამას ჩაანაცვლებს." - თქვა ლოპესმა და სწორედ ამიტომ, მამაკაცი ძიძა აირჩია შვილებთან საურთიერთოდ. განაგრძეთ კითხვა

myquiz