იენს სტოლტენბერგი- უკრაინისა და საქართველოს ლიდერები მადრიდის სამიტზე უნდა მიიწვიონ | Allnews.Ge

იენს სტოლტენბერგი- უკრაინისა და საქართველოს ლიდერები მადრიდის სამიტზე უნდა მიიწვიონ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ლიდერების ალიანსის მომდევნო სამიტზე მიწვევის იდეას. ამის შესახებ მან ესპანურ გაზეთ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

”დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პლატფორმა პარტნიორებთან შეხვედრებისთვის, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ფორმატი. მოუთმენლად ველოდები სამიტს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რითაც უპასუხა კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ კარგი იდეაა, მიიწვიონ უკრაინისა და საქართველოს ლიდერები მადრიდის სამიტზე.

ნატო-ს სამიტი მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება.