რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა | Allnews.Ge

რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა

11:05 / 09-02-2022 ჩი­ნე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, პენგ შუაი მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში გახ­და, რო­დე­საც მან ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ ქსელ Weibo-ზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. პოს­ტში წერ­და, რომ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მხრი­დან სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

ამის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან პოს­ტი გაქ­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან გაქ­რა ასე­ვე მისი ავ­ტო­რიც. მას შემ­დეგ, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პენგ შუაი არა­ვის უნა­ხავს. სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნათ ინ­ფორ­მა­ცია სპორ­ტსმე­ნის შე­სა­ხებ, რომ ის უსაფრ­თხო­დაა და ჯან­მრთე­ლია.

პენ­გი მხო­ლოდ ახლა, ზამ­თრის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის და­წყე­ბი­სას გა­მოჩ­ნდა მე­დი­ა­ში.

peng-39436-1644397430.jpg

მან ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ფრან­გულ სპორ­ტულ გა­ზეთ L’Équipe-ს. ინ­ტერ­ვი­უს დროს კი აღ­ნიშ­ნა, რომ მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტი "ძა­ლი­ან დიდი გა­უ­გებ­რო­ბა“ იყო. პენ­გმა ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ჩოგ­ბურ­თის თა­მაშს თავი და­ა­ნე­ბა.

L’Équipe-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში პენ­გმა თქვა, რომ მისი პოს­ტის ში­ნა­არ­სი არას­წო­რად გა­ი­გეს. სპორ­ტსმე­ნის თქმით, არას­დროს და­უ­და­ნა­შა­უ­ლე­ბია ყო­ფი­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რი ჟან გა­ო­ლი სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში. ჩოგ­ბურ­თე­ლი ასე­ვე ამ­ბობს, რომ არ­სად გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლა და უკ­ვირს, თუ რამ გა­მო­იწ­ვია აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე შფოთ­ვა.

peng2-39620-1644397442.jpg

"არ მერ­გო­ნა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან ასე­თი შეშ­ფო­თე­ბა იქ­ნე­ბო­და და მსურს ვი­ცო­დე, რამ გა­მო­იწ­ვია ეს", - ამ­ბობს პენ­გი და ადას­ტუ­რებს, რომ პოს­ტი თვი­თონ­ვე წა­შა­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან 30 წუთ­ში.

განაგრძეთ კითხვა

myquiz