მარია ვან კერხოვე - ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაში ვართ | Allnews.Ge

მარია ვან კერხოვე - ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაში ვართ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ მსოფლიოში დაინფიცირების 130 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსს ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობდა, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქია, მისი აღმოჩენის შემდეგ ნახევარი მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს ტრაგიკულზე მეტია,“- აღნიშნა ჯანმო-ს ინციდენტების მენეჯერმა აბდი მაჰამუდმა.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაი "ომიკრონის" გავრცელების პიკს ჯერ კიდევ არ გადაუვლია.

„ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის შუაში ვიმყოფებით. ბევრ ქვეყანაში „ომიკრონის“ გავრცელების პიკს ჯერ არ გადაუვლია. კორონავირუსი კვლავ საშიშ ვირუსად რჩება,“-აღნიშნა კერხოვემ.