საყვარელმა ქალმა კრიშტიანუს, 37 წლის იუბილეზე, 150 000-ფუნტიანი მანქანა აჩუქა
კრიშტიანუ რონალდუს 37 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად, მისმა პარტნიორმა - ჯორჯინა როდრიგესმა, 150 000 - ფუნტიანი კადილაკი აჩუქა. რონალდუს ახალი მანქანა 8 ადგილიანია და დიდ ოჯახზეა გათვლილი. მანქანას ხმის 36 დინამიკი აქვს, რომელთაც რონალდუს სამი უმცროსი შვილი სიხარულით ამოწმებდა.
აპრილისთვის ჯორჯინა და კრიშტიანუ ტყუპს ელოდებიან. წყვილს კიდევ ერთი საერთო, ოთხი წლის შვილი ჰყავს, კრიშტიანუს ასევე ჰყავს 4 წლის ტყუპი ევა და მატეო და 11 წლის კრიშტიანუ უმცროსი.
"ნეთფლიქსის" ახალ შოუში "მე ჯორჯინა ვარ", ფეხბურთელმა უკვე გვაჩვენა ძვირადღირებული მანქანების კოლექცია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი მზარდია მათი ოჯახი, "კადილაკი" გონივრული არჩევანია.
ჯორჯინამ კრიშტიანუსთვის ნაყიდი ძვირადღირებული საჩუქარი "ინსტაგრამზე" აჩვენა ფანებს. ვიდეოში ფეხბურთელი სამადლობელი კოცნით აჯილდოვებს მას და ახალი მანქანის საჭესთან პირველად ჯდება. მოგვიანებით, ის ბავშვებსაც რთავს ჩასხდომის უფლებას. ვიდეოს როდრიგესმა წარწერაც დაურთო:
"ჩემი ცხოვრების სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს. უზომოდ გვიყვარხარ. ყველაზე კარგი მამა და ცხოვრების კომპანიონი ხარ, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა. მებრძოლი ადამიანი, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს ცხოვრებაში. არაჩვეულებრივი ადამიანი და ჩვენი ინსპირაცია ხარ".