როგორ "ქრებიან" ქალები ავღანეთში - უკიდურესი გასაჭირი და შიმშილისგან გარდაცვლილი ადამიანები | Allnews.Ge

როგორ "ქრებიან" ქალები ავღანეთში - უკიდურესი გასაჭირი და შიმშილისგან გარდაცვლილი ადამიანები

ტე­რო­რის­ტულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცია "თა­ლი­ბან­მა" თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად, ქა­ბულ­ში, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ორი ქალი და­ნიშ­ნა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის დი­რექ­ტო­რია, მე­ო­რე - გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

თა­ლი­ბებ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მი­ი­ღეს, რომ­ლებ­მაც ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი შე­ის­წავ­ლეს.

მე­დი­ის ცნო­ბით, "თა­ლი­ბა­ნის" მოს­ვლის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში ფეხ­მძი­მე და მშო­ბი­ა­რე ქა­ლე­ბის, ასე­ვე, ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მას­შტა­ბუ­რი გახ­და.

ავ­ღა­ნე­თის სა­თა­ვე­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მოს­ვლის შემ­დეგ, რა­დი­კალ­მა ის­მა­ლის­ტებ­მა ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის გარ­შე­მო მო­მუ­შა­ვე 200-ზე მეტი ორ­გა­ნი­ზა­ცია და ასე­ვე, სა­მი­ნის­ტრო გა­ა­უქ­მეს. და­ხუ­რეს სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზე­ბი და გო­გო­ნებს სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი აუკ­რძა­ლეს, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლა კი, ჰი­ჯა­ბის გა­რე­შე აკ­რძა­ლუ­ლია. თუმ­ცა, და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "თა­ლი­ბა­ნი" იმას­თან შე­და­რე­ბით რაც ოცი წლის წინ იყო, შეც­ვლი­ლია. მა­შინ ისი­ნი ქა­ლებ­სა და გო­გო­ნებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას უპი­რო­ბოდ უკ­რძა­ლავ­დნენ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლა­ში სი­ა­რულს ასო­ბით გო­გო­ნა, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სკო­ლი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მუ­შა­კი შე­ე­წი­რა.

"ახ­ლაც იგი­ვეს გა­კე­თე­ბა სურ­დათ, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რავ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ლი­ბებ­მა აქ­ცი­ა­ზე გა­მო­სულ ქა­ლებ­ზე პირ­და­პირ ავ­ტო­მა­ტის ჯერი მი­უშ­ვა, ისი­ნი ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ შე­ა­ში­ნეს. ხა­ნებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ტე­რო­რის­ტე­ბი ქა­ლე­ბის აქ­ცი­ის და­საშ­ლე­ლად ცრემლსა­დენ გაზ­საც იყე­ნე­ბენ", - წერს BBC.com.

https-cdncnn-1644138117.com_cnnnext_dam_assets_211228170239-taliban-bans-afghan-women.jpg

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეს, ქა­ბუ­ლელ ტა­მა­ნა პა­რი­ანს, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბას ითხოვ­და, აქ­ცი­ის შემ­დეგ, სახ­ლში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­უ­ვარ­დნენ. შინ მხო­ლოდ ის და მისი დები იყ­ვნენ; "კა­ცებ­მა ია­რა­ღი­თა და ფე­ხით შე­ამ­ტვრი­ეს კარი... ქალ­მა ინ­ტერ­ნეტ­ში ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, ყვი­რო­და, გთხოვთ, დაგ­ვეხ­მა­რეთ, თა­ლი­ბე­ბი დაგ­ვესხნენ თავს... ქალი ჰყვე­ბო­და, რომ პო­ლი­ცი­ა­შიც და­რე­კეს, უპა­სუ­ხეს, რომ მომ­დევ­ნო დღეს მი­სუ­ლიყ­ვნენ და პრობ­ლე­მა­ზე გა­ნე­ცხა­დე­ბი­ნათ, ახლა უკვე გვი­ა­ნია, ამ დროს ქალ­თან ლა­პა­რა­კი აკ­რძა­ლუ­ლი­აო, უპა­სუ­ხეს შე­ში­ნე­ბულ ქალს... ამის შემ­დეგ, მისი სა­უ­ბა­რი წყდე­ბა. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ჰუ­ვე­ი­ნა, თა­ლი­ბებ­მა ის და მისი დები გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს და აქ მათი კვა­ლი ქრე­ბა..." - წერს გა­მო­ცე­მა.

პა­რი­ა­ნი, ცხა­დია, ერ­თა­დერ­თი ქალი არ არის, ვინც თა­ლი­ბებ­მა ასე უკ­ვა­ლოდ გა­აქ­რეს. იმ უკი­დუ­რე­სად მძი­მე ეკო­ნი­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო, რო­მე­ლიც ახლა ავ­ღა­ნეთ­შია, სულ უფრო და უფრო მეტი გო­გო­ნას ბედი ხდე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი.

"უმ­ძი­მეს სი­დუ­ხ­ჭი­რეს კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს ზამ­თა­რი. ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს. ქა­ლე­ბი მო­წყა­ლე­ბის სა­თხოვ­ლენ­ლად ქუ­ჩა­ში და­დი­ან... ოჯა­ხე­ბი, პა­ტა­რა გო­გო­ნებს "თა­ლი­ბა­ნის" შე­და­რე­ბით შეძ­ლე­ბულ წევ­რებ­ზე, რამ­დე­ნი­მე დღის სამ­ყო­ფი საკ­ვე­ბის ფუ­ლად ყი­დი­ან. პრო­ვინ­ცი­ე­ბის მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­და­სარ­ჩე­ნად ქა­ბულს მი­ა­შუ­რეს. ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­გვა­რი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რეხ­ლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის პატ­რო­ნი ოჯა­ხე­ბი შიმ­ში­ლი­თაც იხო­ცე­ბი­ან.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­ლი­ბე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ე.წ. ნარ­კო­მა­ნე­ბის ცი­ხე­ში, სა­დაც ისი­ნი უბ­რა­ლოდ ერთ შე­ნო­ბა­ში ჰყავთ შეყ­რი­ლი, კა­ბი­ნა­ლიზ­მის ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და", - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, მე­დია და უფ­ლე­ბამ­დამ­ცვე­ლე­ბი იქ ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერ მუ­შა­ო­ბენ. მათ, ვინც რის­კავს და არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, ცო­ცხალს ან თა­ვი­სუ­ფალს დიდ­ხანს არ ტო­ვე­ბენ. ქვყა­ნა­ში არ­სე­ბულ გა­უ­საძ­ლის ვი­თა­რე­ბა­ზე ჰვე­ბი­ან ისი­ნი, ვინც "თა­ლი­ბა­ნის" შემ­დეგ, ავ­ღა­ნე­თის და­ტო­ვე­ბა სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად შეძ­ლო.

"რაც შე­ე­ხე­ბა იმ ორი ქალი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას, ეს უბ­რა­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თვა­ლის ასახ­ვე­ვად არის გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ვი­თომ, რა­ღა­ცის შეც­ვლას აპი­რე­ბენ. არ არ­სე­ობს აფ­თი­ა­ქი და სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­დაც ადა­მი­ანს უმარ­ტი­ვე­სი ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ას გა­უ­კე­თე­ბენ.

ასე რომ, ავ­ღა­ნე­თი, კი­დევ დიდ­ხანს არ იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­ღა­ნე­ლი, რომ­ლის თქმი­თაც, გა­უ­მარ­თლა და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა შეძ­ლო.

ambebi.ge

myquiz