"პანდემია 2022 წელს არ დასრულდება" - რას აცხადებს ჯანმოს ექსპერტი? | Allnews.Ge

"პანდემია 2022 წელს არ დასრულდება" - რას აცხადებს ჯანმოს ექსპერტი?

"პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლი ჯერ არ ჩანს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ჩვენ გვაქვს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით, გამ­კლა­ვე­ბა გვი­წევს COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაზ­რდილ მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან და შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა იმ­დე­ნად დი­დია, რო­გო­რიც ჩვენ ამ დრომ­დე არ გვი­ნა­ხავს." -გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ევ­რო­პის ბი­უ­როს ინ­ცი­დენ­ტო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ჰე­ზერ პა­პო­ვიც­მა.

ექ­სპერ­ტის შე­ფა­სე­ბით, პან­დე­მია 2022 წლის ბო­ლოს­თვის არ დას­რულ­დე­ბა, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის ბი­უ­რო­ში იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლოს დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მისი "სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფაზა“.

"ომიკ­რო­ნი“ "დელ­ტა“ შტამს უპ­რე­ცე­დენ­ტო სიჩ­ქა­რით ანაც­ვლებს და ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა 31,8%-ის შემ­თხვე­ვა­ში არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მა­შინ, რო­დე­საც წინა კვი­რას იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 15%-იან ნიშ­ნულ­ზე იყო. ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი გა­დად­გა­მენ დღეს და მო­მა­ვალ კვი­რებ­ში, გან­სა­ზღვრავს, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა "ომიკ­რონ­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი. თუ ქვეყ­ნე­ბი და­ა­ყოვ­ნე­ბენ "ომიკ­რო­ნის­თვის“ სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხის გა­ცე­მას იქამ­დე, სა­ნამ მათი ჰოს­პიტ­ლე­ბი შე­ივ­სე­ბა, უკვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა. არ და­ე­ლო­დოთ! იმოქ­მე­დეთ ახლა! მი­ი­ღეთ ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც გთა­ვა­ზო­ბენ, რად­გან მას შე­უძ­ლია თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლის დაც­ვა და გა­აგ­რძე­ლეთ უკვე არ­სე­ბუ­ლი ზო­მე­ბის დაც­ვა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, რო­გო­რიც არის ნიღ­ბის ტა­რე­ბა, ფი­ზი­კუ­რი დის­ტან­ცია, ხე­ლე­ბის ხში­რი დე­ზინ­ფექ­ცია და კარ­გი ვენ­ტი­ლა­ცი­ის მიზ­ნით ოთა­ხის ხში­რი გა­ნი­ა­ვე­ბა

პან­დე­მია, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2022 წლის ბო­ლოს­თვის არ დას­რულ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩვენ ჯერ კი­დევ ვაკ­ვირ­დე­ბით ვაქ­ცი­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის არა­თა­ნას­წო­რო­ბას ჩვენს რე­გი­ონ­ში, ისე­ვე რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში." - გა­ნა­ცხა­და ჯან­მოს-ექ­სპერ­ტმა. იხი­ლეთ ნტერ­ვიუ სრუ­ლად