მომხიბვლელი და სექსუალური მძარცველი, რომელსაც ქალები თავშესაფარს სთავაზობენ - სოციალურ ქსელებს ახალი ვარსკვლავი ჰყავს | Allnews.Ge

მომხიბვლელი და სექსუალური მძარცველი, რომელსაც ქალები თავშესაფარს სთავაზობენ - სოციალურ ქსელებს ახალი ვარსკვლავი ჰყავს

ბრი­ტა­ნე­ლი ბი­ნე­ბის მძარ­ცვე­ლი, 37 წლის ჯო­ნა­თან კა­ჰი­ლი, რო­მელ­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი დიდი ხა­ნია ეძებ­დნენ, იორკში­რის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

ჯო­ნა­თან კა­ჰი­ლის ფოტო პო­ლი­ცი­ამ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­ავ­რცე­ლა წარ­წე­რით - "იძებ­ნე­ბა", ამის შემ­დეგ კი მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­რეგ­ნო­ბის გამო, მან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში ქა­ლე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დნენ და მა­მა­კაცს თავ­შე­სა­ფარს, სა­მა­ლავს სი­ხა­რუ­ლით სთა­ვა­ზობ­დნენ.

"თუ ვი­პო­ვე, შე­იძ­ლე­ბა რომ ჩემ­თვის და­ვი­ტო­ვო?"

"შე­უძ­ლია, ჩემი სა­წო­ლის ქვეშ და­ი­მა­ლოს", - წერ­დნენ ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

ljbfccrtkzbgvdzlczvxxl74cm-1643815206.jpg

მას "ფე­ის­ბუქ­ზე" "მიმ­ზიდ­ვე­ლი მძარ­ცვე­ლის" სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

იორკში­რის პო­ლი­ცი­ამ გო­გო­ნებს იმე­დე­ბი გა­უც­რუა და ოფი­ცერ­მა სი­ახ­ლე ახ­ლა­ხანს ამ­ცნო მათ: "ის უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია და გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია", - აცხა­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი.

ერთ-ერ­თმა ქალ­ბა­ტონ­მა იმე­დი მა­ინც არ და­კარ­გა და და­პოს­ტა: "ჩემი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ისევ ძა­ლა­შია: თუ საკ­ნე­ბი სავ­სეა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ყო­ლი­ებ ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში". მე­ო­რე გო­გო­ნამ კი იხუმ­რა: "დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მი­ამ შე­ა­ში­ნა და თა­ვი­სით ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას".

წყა­რო: thesun

myquiz