წვრთნა ქუჩებსა და ბაღებში - უკრაინელი ქალები, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად ხელში იარაღი აიღეს | Allnews.Ge

წვრთნა ქუჩებსა და ბაღებში - უკრაინელი ქალები, რომლებმაც სამშობლოს დასაცავად ხელში იარაღი აიღეს

უკ­რა­ი­ნა-რუ­სეთს შო­რის ვი­თა­რე­ბა კვლავ რთუ­ლია. რუ­სე­თის ხე­ლისფლე­ბისს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას არ აპი­რე­ბენ, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და ჯა­რის­კა­ცე­ბი ჰყავთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ამ ფონ­ზე და­სავ­ლე­თი აძ­ლი­ე­რებს უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რას, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნი­დან წარ­მოთ­ქმუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი სი­ტყვე­ბით, ასე­ვე სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბით.

ამ თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბია.

რუ­სე­თის­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხის პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნა აძ­ლი­ე­რებს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, რე­ზერ­ვის­ტთა ბა­ტა­ლი­ო­ნებ­ში უკვე ჩა­ე­წე­რა ათა­სო­ბით მო­ხა­ლი­სე, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან ქა­ლე­ბიც. უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სამ­ხედ­რო კუ­თხით მათი ჩარ­თუ­ლო­ბა, მზად­ყოფ­ნა მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხი­სად­მი, ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია..

რე­ზერ­ვის­ტთა სამ­ხედ­რო წვრთნე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, მათ შო­რის, ქუ­ჩებ­ში, ბა­ღებ­სა და სკვე­რებ­შიც კი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ისი­ნი, ვის­თვი­საც ჯერ ნამ­დვი­ლი ია­რა­ღი არ მი­უ­ცი­ათ, ხის ია­რა­ღე­ბით ვარ­ჯი­შო­ბენ.

ukraina-36050-1643790786.jpg

მე­დი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა და იმ უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი ვრცელ­დე­ბა, რომ­ლებ­მაც გა­და­წყვი­ტეს რე­ზერ­ვის­ტთა რი­გებ­ში ჩა­წე­რი­ლიყ­ვნენ. .

Washington Postრო­გორც "ვა­შინგტონ პოს­ტი" წერს, ბოლო სამი წე­ლია, რაც რე­ზერ­ვის­ტე­ბი ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას იკ­რი­ბე­ბი­ან წვრთნე­ბის­თვის, ყვე­ლა­ზე უა­რე­სი სცე­ნა­რის­თვის, რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო პერ­სპექ­ტი­ვად ჩან­და, თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, უფრო მეტი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით შეხ­ვდნენ რუ­სეთს, თუკი იქ უკ­რა­ი­ნა­ში შე­იჭ­რე­ბა.

rezerv-35638-1643790817.jpg

სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­დი­ან სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბას და მათ შო­რის არი­ან გო­გო­ნე­ბიც

კი­ე­ვის 130-ე რე­ზერ­ვის­ტთა ბა­ტა­ლი­ო­ნიც მზა­დე­ბის პრო­ცეს­შია. ის 500 წევ­რის­გან შედ­გე­ბა და "ვა­შინგტონ პოს­ტი“ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის კო­მენ­ტარს აქ­ვეყ­ნებს. ჩვენს ყუ­რა­დღე­ბას კი ბა­ტა­ლი­ო­ნის ქალი წევ­რე­ბი იპყრო­ბენ.

52 წლის მა­რი­ა­ნა ჟაგ­ლო ბაზ­რის მკვლე­ვა­რია, ის ამ­ბობს, რომ "ახლა გან­ზე დგო­მა არ შე­იძ­ლე­ბა!"

maria-48611-1643790858.jpg

ბევ­რი მო­ხა­ლი­სის მსგავ­სად, მა­ნაც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2014 წელს გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, რომ­ლის შემ­დე­გაც პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი და მისი მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც პრო­რუ­სად და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბო­და, გა­დად­გა. რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ხელ­ში ჩაგ­დე­ბი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, ჟაგ­ლო ეძებ­და გზას, რომ თა­ვა­დაც ჩარ­თუ­ლი­ყო სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში.

ორი წლის წინ მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც შე­უ­ერ­თდა ბა­ტა­ლი­ონს, ის საწ­ვრთნელ ვარ­ჯიშ­ზე წა­იყ­ვა­ნა. "ეს შემ­თხვე­ვით მოხ­და“, - ამ­ბობს ქალი.

maria2-48627-1643790889.jpg

მა­რი­ას ორი ზრდას­რუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და სკო­ლის მოს­წავ­ლე ვაჟი ჰყავს. მისი თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­წყვი­ტოს და უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმა არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

"სი­ტუ­ა­ცია ყო­ველ დღე იც­ვლე­ბა“, - ამ­ბობს ქალი და მი­იჩ­ნევს, რომ ის დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ახლა უკ­რა­ი­ნას უწევს, თა­ვის როლს თა­მა­შობს და შე­საძ­ლოა, რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში არ შე­იჭ­რან.

France 2452 წლის ალი­სა ბო­ლოც­კა­ია ერთ-ერ­თია იმ მო­ხა­ლი­სე­თა შო­რის, რომ­ლე­ბიც კი­ევ­ში, ერთ-ერთი სკო­ლის ეზო­ში გა­დი­ან წვრთნას. მისი პარტნი­ო­რიც რე­ზერ­ვის­ტებ­ში ირი­ცხე­ბა.

maria3-48714-1643790918.jpg

"მე ექთა­ნი ვარ და ჩემ­თვის, რო­გორც ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის, ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში გა­წევ­რე­ბა. მინ­და, გა­მო­ვი­ყე­ნო ჩემი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რათა გა­და­ვარ­ჩი­ნო უფრო მეტი სი­ცო­ცხლე, რამ­დე­ნა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ სი­ტუ­ა­ცია კონ­ტროლს აღარ და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

ახლა სი­ტუ­ა­ცია არას­ტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ იმედს ვი­ტო­ვებ, რომ არ მოგ­ვი­წევს იმის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­საც აქ თე­ო­რი­უ­ლად ვსწავ­ლობთ“, - ამ­ბობს ქალი france 24-თან.

maria5-49828-1643790962.jpg

ალი­სა და მისი პარტნი­ო­რი წვრთნის შემ­დეგ

National Public Radio

National Public Radio კი­დევ ერთი უკ­რა­ი­ნე­ლი მო­ხა­ლი­სე ქა­ლის, მარ­ტა უი­ზკი­ვის შე­სა­ხებ წერს. მარ­ტა პრო­ფე­სი­ით ექი­მია, ის ახლა სამ­ხედ­რო წვრთნებს გა­დის და ამ­ბობს, რომ გრძნობს, "უკ­რა­ი­ნა ახლა რა­ღაც დი­დის­თვის იბ­რძვის."

"მინ­და ვთქვა, რომ ახლა საფრ­თხე­ში ვართ და საფრ­თხე­შია არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა, არა­მედ მთე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სამ­ყა­რო. იმე­დი მაქვს, რომ ერ­თად შევ­ძლებთ პუ­ტი­ნის შე­ჩე­რე­ბას. ვიცი, რომ პარტნი­ო­რე­ბი მხარს გვი­ჭე­რენ ამა­ში, მად­ლო­ბე­ლი ვარ ამის­თვის", - ამ­ბობს მარ­ტა.

"ვგრძნობ, რომ უკ­რა­ი­ნა რა­ღაც დი­დის­თვის ემ­ზა­დე­ბა" - ამ­ბობს მარ­ტა უი­ზკი­ვიიუ­ლია მი­კი­ტენ­კო, რე­ზერ­ვის ოფი­ცე­რია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნულ არ­მი­ას 2016 წელს შე­უ­ერ­თდა, რათა და­ეც­ვა თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა რუ­სეთ­თან ომში აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში. იუ­ლია ამ­ბობს, რომ მა­შინ, რო­დე­საც ის უკ­რა­ი­ნულ ჯარს შე­უ­ერ­თდა, ძა­ლი­ან ცოტა ქალი იყო ამ საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლი, თუმ­ცა შემ­დეგ მათი რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და.მი­კი­ტენ­კომ პირ­ვე­ლი წელი გა­ა­ტა­რა დონ­ბას­ში, მე­ო­რე ფრონ­ტის ხაზ­ზე, სამ­ხედ­რო შტაბ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ოფიც­რის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სამ­თვი­ა­ნი კურ­სი გა­ი­ა­რა, რის შემ­დე­გაც "მო­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ქვე­ით­თა ოცე­უ­ლის მე­თა­უ­რის“ სამ­ხედ­რო წო­დე­ბა იიღო.

"მე მსურ­და, მებ­რძო­ლა ჩემი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის, ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო­რად­გა­ნაც არ ვი­ყა­ვი ჯა­რის­კა­ცი­ვით მომ­ზა­დე­ბუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად მათ არ სურ­დათ, რომ თა­ვი­ანთ რი­გებ­ში მი­ვე­ღე, მაგ­რამ და­ვამ­ტკი­ცე, რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო“, - ამ­ბობს მი­კი­ტენ­გო

უკ­რა­ი­ნე­ლი ქა­ლე­ბის ნა­წილს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში რე­გის­ტრა­ცია მო­ე­თხო­ვე­ბაჯერ კი­დევ 2021 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ზო­გი­ერ­თი პრო­ფე­სი­ის ქალს სა­მო­მავ­ლოდ მო­ე­თხო­ვე­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლა მათ შო­რის არი­ან ექი­მე­ბიც. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს 2021 წლის ოქ­ტომ­ბრის ბრძა­ნე­ბა­ში.

"ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა ახლა არ მოქ­მე­დებს, მაგ­რამ 2022 წლის­თვის შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო გახ­დეს ქა­ლე­ბის­თვის რე­გის­ტრა­ცია თა­ვი­ანთ ტე­რი­ტო­რი­ულ ცენ­ტრში. 2022 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ უნდა იყოს, მაგ­რამ მო­მა­ვალ­ში, სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვა­ზე თა­ვის არი­დე­ბა, ქა­ლე­ბის­თვის (ისე­ვე რო­გორც კა­ცე­ბის­თვის) და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ჯერ გაფრ­თხი­ლე­ბას, ხოლო შემ­დეგ ჯა­რი­მას“, - ნათ­ქვა­მია უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge