ბორის ჯონსონი - პუტინი ცდილობს გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა - ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, ეს არის საქართველოც და მოლდოვაც | Allnews.Ge

ბორის ჯონსონი - პუტინი ცდილობს გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა - ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, ეს არის საქართველოც და მოლდოვაც

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთი ევროპის უსაფრთხოების რუკის თავიდან დახაზვას ცდილობს.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხის თავზე იარაღით რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს დაშალოს უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შეიქმნა.

პრემიერის თქმით, კრიზისი "უკრაინაზე უფრო დიდს ეხება".

„ის [პუტინი] ცდილობს გადახაზოს ევროპის უსაფრთხოების რუკა და დააწესოს გავლენის ახალი სფეროები. ეს არ იქნება მხოლოდ უკრაინა, რომელის დაბრუნებაც რუსეთს სურს გავლენის სფეროებში, ეს არის საქართველო და მოლდოვა და სხვა ქვეყნები. ვითარება აბსოლუტურად კრიტიკულია”, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა.