რუსეთის მოკავშირეები: ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგებიან | Allnews.Ge

რუსეთის მოკავშირეები: ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგებიან

ბრი­ტა­ნულ­მა გა­ზეთ­მა "დე­ი­ლი ექ­სპრეს­მა" (Daily Express) გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რუ­სე­თის მო­კავ­ში­რე­ე­ბი: შვი­დი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მხა­რეს დად­გე­ბა“ (ავ­ტო­რი - პიპ მე­რი­სო­ნი).

"რუ­სეთ­მა და­სავ­ლე­თი შოკ­ში ჩა­აგ­დო უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან ასი­ა­თა­სი­ა­ნი არ­მი­ის გან­ლა­გე­ბით. რაც უფრო იზ­რდე­ბა და­ძა­ბუ­ლო­ბა, მით უფრო აშ­კა­რა ხდე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აშშ-სთან და ნა­ტოს­თან ომის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს. არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, ალ­ბათ, და­სავ­ლეთ­თან კონ­ფლიქ­ტში რუ­სეთს მხარს და­უ­ჭე­რენ“, - წერს ავ­ტო­რი.

prezident-rf-vladimir-putin-na-ceremonii-sovmestnogo-fotografirovaniya-glav-gosu-k2iaeyo6-1574961249-44733-1643388686.jpg

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ნატო იხ­რე­ბა იმის­კენ, რომ კი­ევს ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს. "დღე­ი­სათ­ვის აშშ-მა უკ­რა­ი­ნას უკვე საკ­მა­ოდ დიდი "სა­სიკ­ვდი­ლო ტვირ­თი“ მი­ა­წო­და, ხოლო დიდი ბრი­ტა­ნე­თი კი­ევს, თავ­დაც­ვის მიზ­ნით, ახლო მოქ­მე­დე­ბის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტებს მის­ცემს. ეს ნიშ­ნავს, რომ თუ რუ­სე­თი მარ­თლაც გა­და­წყვეტს უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმას, კრემ­ლის ზურგს უკან მტკი­ცე მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის ჯგუ­ფი უნდა იდ­გეს", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

აი, რუ­სე­თის ის სა­ვა­რუ­დო მო­კავ­ში­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, ალ­ბათ, პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მხა­რე­ზე დად­გე­ბი­ან, თუ იგი უკ­რა­ი­ნას­თან ომს და­ი­წყებს.

კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (ОДКБ) თით­ქმის ნა­ტოს ანა­ლო­გი­უ­რად მოქ­მე­დებს. ის პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის მიერ არის და­არ­სე­ბუ­ლი და ფაქ­ტობ­რი­ვად, უსაფრ­თხო­ე­ბის პაქ­ტად ით­ვლე­ბა. ექ­ვსი ქვე­ყა­ნა, რომ­ლე­ბიც მას­ში შე­დის (რუ­სე­თი, სომ­ხე­თი, ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი და ტა­ჯი­კე­თი), წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით, ერ­თმა­ნე­თის მხა­რე­ზე უნდა დად­გნენ, რო­მე­ლი­მე­ზე თავ­დას­ხმის შემ­თხვე­ვა­ში.

მათი უმე­ტე­სო­ბა ან ყვე­ლა ერ­თად, თუ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას თავს და­ეს­ხმე­ბა, მსხვილ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის შემ­თხვე­ვა­ში, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის დახ­მა­რე­ბას გა­და­წყვე­ტენ და მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გვერ­დით და­უდ­გე­ბი­ან. მარ­თა­ლია, ორ­გა­ნი­ზა­ცია თა­ვი­სი წევ­რე­ბის სა­ში­ნა­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ით არ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ ამას წი­ნათ ყა­ზა­ხე­თის კრი­ზი­სი­სას, რუ­სეთ­მა თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ყა­ზა­ხეთ­ში გაგ­ზავ­ნა, რათა ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბას ფა­სე­ბის ზრდით გა­მოწ­ვე­უ­ლი მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტე­ბის ჩაქ­რო­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და.

განაგრძეთ კითხვა

myquiz