"სამსახურში ავტობუსით მივდიოდი, შინ კი ბუგატით ვბრუნდებოდი" - ესპანელი კონკიას ამბავი | Allnews.Ge

"სამსახურში ავტობუსით მივდიოდი, შინ კი ბუგატით ვბრუნდებოდი" - ესპანელი კონკიას ამბავი

სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფეხ­ბურ­თის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვის, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს არა მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი, არა­მედ მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც აინ­ტე­რე­სებს.

რო­ნალ­დუს მსგავ­სად, მისი მე­გო­ბა­რი ქალი, ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლია და მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს.

ჯორ­ჯი­ნას შე­სა­ხებ "ნე­ტფ­ლიქსმა" დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მიც კი გა­და­ი­ღო სა­ხე­ლად - "მე ჯორ­ჯი­ნა ვარ." ფილმში ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბის უც­ნო­ბი მხა­რეა აღ­წე­რი­ლი. პრე­მი­ე­რა ჯორ­ჯი­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე შედ­გა.

ჯორ­ჯი­ნა როდ­რი­გე­სი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ გაზ­რდი­ლა, ის "გუ­ჩის" მა­ღა­ზი­ა­ში, კუნ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობ­და და სწო­რედ აქ გა­იც­ნო მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი.

"სამ­სა­ხურ­ში ავ­ტო­ბუ­სით მივ­დი­ო­დი, სახ­ლში კი ბუ­გა­ტით ვბრუნ­დე­ბო­დი", - იხ­სე­ნებს ჯორ­ჯი­ნა.

how-many-kids-does-cristiano-ronaldo-have-48943-1643265220.jpg

რო­ნალ­დუ­სა და ჯორ­ჯი­ნას ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, 4 წლის გო­გო­ნა ჰყავთ და ტყუ­პის მო­ლო­დინ­ში არი­ან. მათ ჰყავთ კი­დევ სამი შვი­ლი, რომ­ლე­ბიც სუ­რო­გა­ცი­ის გზით გაჩ­დნენ..

ჯორ­ჯი­ნამ მისი და რო­ნალ­დუს ტუ­რინ­ში მდე­ბა­რე სახ­ლის კარი სი­ხა­რუ­ლით გა­უ­ღო მა­ყუ­რე­ბელს, ასე­ვე აჩ­ვე­ნა მათი 5.5-ფუნ­ტი­ა­ნი იახ­ტაც:

sport-preview-ronaldo-turin-home-2-49275-1643265259.jpg

"როცა კრიშ­ტი­ა­ნუს სახ­ლში პირ­ვე­ლად შე­მო­ვე­დი, რამ­დენ­ჯე­რაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში წყლის და­სა­ლე­ვად გა­ვი­დო­დი, უკან და­საბ­რუ­ნე­ბელ გზას ვე­ღარ ვპო­უ­ლობ­დი. და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი მჭირ­დე­ბო­და, რომ სას­ტუმ­რო ოთა­ხამ­დე მი­მეღ­წია. ბავ­შვო­ბი­დან პა­ტა­რა სახ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბას ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი", - ამ­ბობს ეს­პა­ნე­ლი ქალი და დას­ძენს, რომ ნა­ხე­ვა­რი წელი დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ კრიშ­ტი­ა­ნუს მდიდ­რულ სახ­ლს შეჩ­ვე­ო­და.

განაგრძეთ კითხვა

myquiz