რა შეთანხმებას მიაღწია "ნორმანდიის ოთხეულმა" რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით? | Allnews.Ge

რა შეთანხმებას მიაღწია "ნორმანდიის ოთხეულმა" რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით?

კრემლის წარმომადგენლის, დიმიტრი კოზაკის განცხადებით „ნორმანდიის ოთხეულის" ფორმატში გამართული შეხვედრა მარტივი არ იყო, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნება აუცილებელია.

„განსხვავებების მიუხედავად, შევთანხმდით, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღმოსავლეთ უკრაინაში ყველა მხარემ უნდა შეინარჩუნოს, მინსკის შეთანხმებების შესაბამისად,“- განაცხადა კოზაკმა პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც.

„მონაწილეები მხარს უჭერენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უპირობო პატივისცემას, მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში განსხვავებების მიუხედავად,“- აცხადებენ ელისეს სასახლეში.

26 იანვარს პარიზმა „ნორმანდიის ოთხეულის“ შეხვედრას უმასპინძლა. რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 8 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

myquiz