ცნობილი ქალები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ | Allnews.Ge

ცნობილი ქალები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ

ადამიანებს ამ თემაზე საუბარი ხშირად არ შეუძლიათ. ზოგს ეშინია საზოგადოების დამოკიდებულების, ზოგს რცხვენია, ზოგისთვის კი განსაკუთრებით მტკივნეულია გახსენება. ცნობილი ქალები საკუთარ ისტორიას გულწრფელად ყვებიან და სხვებს გამოცდილებას უზიარებენ. ტეს ჰოლიდეი

ლედი გაგა

madonnas-daughter-looks-like-a-young-lady-gaga-is-2-2343-1568388957-0-dblbig-1643090107.jpg

19 წელი ოცნების, ახალი გეგმების დასახვისა და ახალგაზრდობით ტკბობის დროა. თუმცა, სწორედ ამ ასაკში გახდა დამწყები მომღერალი ლედი გაგა ძალადობის მსხვერპლი.მომღერალმა მომხდარის დეტალები არ გაახმაურა, მოლოდ აღნიშნა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიზეზს საკუთარ თავში ეძებდა და თავს, როგორც ბევრი მსხვერპლი, მომხდარში დამნაშავედ თვლიდა. "ვლანძღავდი ჩემს თავს და ვფიქრობდი, რომ თავად მოვახერხე ძალადობის პროვოცირება ჩემი გარეგნობითა თუ ქცევით", - თქვა ლედი გაგამ რადიოწამყვან ჰოვარდ სტერნთან ინტერვიუს დროს.მომღერალმა აღიარა, რომ გაუპატიურების შემდეგ წლების განმავლობაში ვერ მოვიდა გონს და ვერ გააცნობიერა, თუ რა გაუკეთა მას ამ მამაკაცმა (იყო ჭორები, რომ ის ცნობილი პროდიუსერი იყო). შედეგად ლედი გაგა ყველაფერს მალავდა და დარდისა თუ სტრესის დაძლევას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობდა. ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან მომღერალი მისმა მეგობარმა, ცნობილმა მუსიკოსმა ტონი ბენეტმა გადაარჩინა, რომელთანაც ლედი გაგამ ჯაზ-ალბომი ჩაწერა.

პამელა ანდერსონი

young-pamela-anderson-in-denim-overalls-photo-u1-1643090171.jpg

პამელა ანდერსონის ბავშვობასა და ახალგაზრდობას არ შეიძლება მარტივი და უდარდელი ეწოდოს. მამამისი ბევრს სვამდა, დედა კი მიმტანად მუშაობდა ორ სამსახურში, რათა ოჯახზე ეზრუნა. შედეგად, ბავშვებს დიდ ყურადღებას ვეღარ უთმობდა. არც იცოდა, რა ხდებოდა საკუთარი ქალიშვილის ცხოვრებაში. როცა პამელა 6 წლის იყო, ბიძამ იძალადა, ხოლო 12 წლის ასაკში უფროსი ძმის მეგობარმა გააუპატიურა.სამი წლის შემდეგ, 15 წლის ასაკში, პამელა ანდერსონი მისი მეგობრის მიერ ორგანიზებული ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. "მან გადაწყვიტა, რომ ეს სასაცილო იქნებოდა", - განმარტა მსახიობმა, რომელსაც ამ ყველაფრის შემდეგ მხოლოდ ერთი რამ სურდა - თვითმკვლელობა. საბედნიეროდ, მომავალმა ვარსკვლავმა იპოვა ძალა და ყველა პრობლემას გაუმკლავდა.

უმა თურმანი

1257262-uma-thurman-1643090225.jpg

2018 წელს უმა თურმანმა, სხვა ვარსკვლავების კვალდაკვალ, პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში ორჯერ დაადანაშაულა. მაგრამ, მსახიობის განცხადებები ამით არ დასრულებულა.როგორც ვარსკვლავი იხსენებს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლუბში გაიცნო მსახიობი, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო. მამაკაცმა, რომლის სახელიც პრესამ ვერ გაარკვია, ახალგაზრდა ქალი თავის სახლში მიიწვია დასალევად და საუბრის გასაგრძელებლად. უმა დათანხმდა, თუმცა საუბრის ნაცვლად, ახალგაცნობილმა მამაკაცმა მასზე სექსუალურად იძალადა."ვტიროდი, ვაპროტესტებდი და მთელი ძალით წინააღმდეგობას ვუწევდი", - განაცხადა მსახიობმა, - "მაგრამ, მან თქვა, რომ გასაქცევი არსად მქონდა - კარი დაკეტილი იყო." ამის შემდეგ მოძალადემ გოგონას კარი გაუღო და სახლიდან გაუშვა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz