ვლადიმერ ზელენსკი - ყველაფერი კონტროლდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს | Allnews.Ge

ვლადიმერ ზელენსკი - ყველაფერი კონტროლდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს

ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლები დეესკალაციასა და დონბასში სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაზე მუშაობენ.

„სხდომაზე ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სიტუაცია განვიხილეთ. სიტუაციის სრულ დეესკალაციასა და მშვიდობიან დარეგულირებაზე ვმუშაობთ. ყველაფერი ვიცით, ყველაფრისთვის მზად ვართ, გვჯერა უკეთესის და ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ,“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

myquiz