ანდაზა, რომლის წარმოთქმის გამოც, თურქეთში ჟურნალისტი დააკვეს - "ამით ერდოღანს შეურაცხყოფა მიაყენა" | Allnews.Ge

ანდაზა, რომლის წარმოთქმის გამოც, თურქეთში ჟურნალისტი დააკვეს - "ამით ერდოღანს შეურაცხყოფა მიაყენა"

თურ­ქე­თის სა­სა­მარ­თლომ ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, სე­დეფ კა­ბა­სის პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფის ბრალ­დე­ბით და­პა­ტიმ­რე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას CNN Turk-ი ავ­რცე­ლებს.

ბრალ­დე­ბა ან­და­ზამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტმა, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში სა­უბ­რი­სას, ასე­ვე სა­კუ­თარ Twitter-ის გვერ­დზე გა­მო­ი­ყე­ნა.

"არ­სე­ბობს ცნო­ბი­ლი ან­და­ზა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გვირ­გვი­ნის დად­გმის შემ­დეგ, თავი უფრო ჭკვი­ა­ნი ხდე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ვხე­დავთ, რომ ეს სი­მარ­თლე არაა. ხარი სა­სახ­ლე­ში შეს­ვლით მეფე ვერ ხდე­ბა, მაგ­რამ სა­სახ­ლე იქ­ცე­ვა ბეღ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტმა. ერ­დო­ღა­ნის პრესმდი­ვან­მა ფაჰ­რე­თინ ალ­ტუნ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პრე­ზი­დენ­ტის ღირ­სე­ბა ქვეყ­ნის ღირ­სე­ბაა და ის გმობს შე­უ­რა­ცხყო­ფას პრე­ზი­დენ­ტი­სა და მისი ოფი­სის წი­ნა­აღ­მდეგ.

პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფა ქვეყ­ნის კა­ნო­ნის თა­ნახ­მად 1 წლი­დან 4 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. 2014 წლი­დან, მას შემ­დეგ რაც ერ­დო­ღა­ნი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე 160 169 გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, 35 507 საქ­მე აღიძ­რა და 12 881 მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­და.