ცნობილი კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა | Allnews.Ge

ცნობილი კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა

მსა­ხი­ო­ბი, კო­მი­კო­სი ლუი ან­დერ­სო­ნი 68 წლის ასაკ­ში სიმ­სივ­ნით ლას-ვე­გა­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. კლი­ნი­კა­ში მსა­ხი­ო­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის გამო რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსა­ხი­ო­ბი არაჰო­ჩკი­ნის ლიმ­ფო­მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და.

ლუი ან­დერ­სონს თა­ვი­სი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი არა­ერთ ცნო­ბილ ფილ­მსა თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში. მი­ღე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ემის ჯილ­დო.

ლუი ან­დერ­სონ­მა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად თავი ანი­მა­ცი­უ­რი სე­რი­ა­ლი­დან Life With Louie გა­აც­ნო, რო­მე­ლიც აშშ-ში 1994-1998 წლებ­ში გა­დი­ო­და. სე­რი­ა­ლი ეფუძ­ნე­ბო­და მსა­ხი­ო­ბის ბავ­შვო­ბას და ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ანი­მა­ცი­ურ გმირ ლუის თა­ვად ლუი ან­დერ­სო­ნი ახ­მო­ვა­ნებ­და... აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­რუ­ლე­ბის­თვის კო­მი­კოს­მა ორი ემის ჯილ­დოც და­იმ­სა­ხუ­რა.

myquiz