აშშ-რუსეთის მორიგი მოლაპარაკება - რა განცხადებები გაკეთდა ბლინკენ-ლავროვის შეხვედრის შემდეგ? | Allnews.Ge

აშშ-რუსეთის მორიგი მოლაპარაკება - რა განცხადებები გაკეთდა ბლინკენ-ლავროვის შეხვედრის შემდეგ?

"ეს შეხ­ვედ­რა არის ჩვე­ნი მცდე­ლო­ბის ნა­წი­ლი, გან­ვმუხ­ტოთ სი­ტუ­ა­ცია და აღვკვე­თოთ რუ­სე­თის შემ­დგო­მი აგ­რე­სია უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ“, - ეს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა ჟე­ნე­ვა­ში, რუ­სე­თის სა­გა­რეო მდი­ვან სერ­გეი ლავ­როვ­თან შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე გა­ა­კე­თა. მი­სი­ვე თქმით, რუ­სეთს 2 არ­ჩე­ვა­ნი აქვს, დიპ­ლო­მა­ტი­ის და აგ­რე­სი­ის, "ჩვენ ორი­ვეს­თვის მზად ვართ“, - გა­ნა­ცხა­და მან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მას ჟე­ნე­ვა­ში ჩას­ვლამ­დე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჰქონ­და მო­კავ­ში­რე­ებ­სა და პარტნი­ო­რებ­თან, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. აშშ -ის პო­ზი­ცი­აა ის, რომ მზად არი­ან დი­ა­ლო­გის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის.

შეხ­ვედრს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ლავ­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­თან შეხ­ვედ­რა­ზე რუ­სულ­მა მხა­რემ გა­ი­მე­ო­რა მო­თხოვ­ნა ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს პრინ­ცი­პულ მიდ­გო­მას ნატო-ს აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ფარ­თო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გა­ვი­მე­ო­რეთ... ეს ბლო­კი შე­იქ­მნა სსრკ-ს წი­ნა­აღ­მდეგ, ახლა კი მუ­შა­ობს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ“, - გა­ნა­ცხა­და ლავ­როვ­მა.

მისი თქმით, ამით აიხ­სნე­ბა მოს­კო­ვის პო­ზი­ცია, რომ აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ ნატო-ს გა­ფარ­თო­ე­ბა არ უნდა მოხ­დეს.

სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სეთს მი­აჩ­ნია, რომ უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხი დიდ ყუ­რა­დღე­ბას მო­ი­თხოვს, მაგ­რამ ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მთე­ლი პრობ­ლე­მის ამ სა­კი­თხამ­დე დაყ­ვა­ნა არ უნდა მოხ­დეს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მტკი­ცე­ბით, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მო­მა­ვალ კვი­რა­ში წა­რად­გენს წე­რი­ლო­ბით პა­სუ­ხებს "უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის“ შე­სა­ხებ რუ­სე­თის წი­ნა­და­დე­ბებ­ზე.

ბლი­კენ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ აშშ და­თან­ხმდა, გა­უ­ზი­ა­როს რუ­სეთს თა­ვი­სი შეშ­ფო­თე­ბა და იდე­ე­ბი უფრო დე­ტა­ლუ­რად წე­რი­ლო­ბი­თი ფორ­მით მო­მა­ვალ კვი­რა­ში და დას­ძი­ნა, რომ ლავ­რო­ვი და ის შე­თახმდნენ, გა­აგ­რძე­ლონ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პრო­ცე­სი.

მისი შე­ფა­სე­ბით, შეხ­ვედ­რა არ წარ­მარ­თუ­ლა კა­მა­თის რე­ჟიმ­ში და იყო საქ­მი­ა­ნი. "არ ვე­ლო­დით, რომ დღეს რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­ღვე­ვე­ბი მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ახლა უფრო მკა­ფიო გზას ვად­გა­ვართ ერ­თა­ნე­თის პო­ზი­ცი­ე­ბის გა­გე­ბის მხრივ.

"ჩვენ ხში­რად გვეს­მის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, რომ ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას არ აპი­რე­ბენ, დღეს ეს სერ­გეი ლავ­როვ­მაც გა­ი­მე­ო­რა, მაგ­რამ ჩვენ იმას ვხე­დავთ რაც ხილ­ვა­დია, ცვლი­ლე­ბე­ბი ქმე­დე­ბებს მო­აქვს და არა სი­ტყვებს", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა, ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­მა შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, თუ რუ­სეთს სურს, მსოფ­ლიო და­არ­წმუ­ნოს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას არ აპი­რებს, მა­შინ დე­ეს­კა­ლა­ცია უნდა და­ი­წყოს.

"მე ლავ­როვს შევ­თა­ვა­ზე, რაც ჩვენ არა­ერ­თხელ გაგ­ვი­კე­თე­ბია, რომ თუ მოს­კოვს სურს, მსოფ­ლიო და­არ­წმუ­ნოს, რომ უკ­რა­ი­ნის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლი ზრახ­ვე­ბი არ აქვს, მა­შინ ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო იქ­ნე­ბა თუ დე­ეს­კა­ლა­ცი­ას და­ი­წყებს, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრე­ბი­დან სამ­ხედ­რო­ებს წა­იყ­ვანს და დიპ­ლო­მა­ტი­ურ დი­ა­ლოგ­ში ჩა­ერ­თვე­ბა, რა­საც დღე­საც ჰქონ­და ად­გი­ლი და რის გაგ­რძე­ლე­ბა­საც მომ­დევ­ნო დღე­ებ­სა და კვი­რებ­შიც ვა­პი­რებთ“, - გა­ნა­ცხა­და ბლინ­კენ­მა.

სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა კვლავ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში მო­კავ­ში­რე­თა მხრი­დან იქ­ნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი პა­სუ­ხი.

myquiz