ამერიკელების უმეტესობა ჯო ბაიდენის პოლიტიკით უკმაყოფილოა- რა წერია „ესოშიეითიდ პრესის“ კვლევაში | Allnews.Ge

ამერიკელების უმეტესობა ჯო ბაიდენის პოლიტიკით უკმაყოფილოა- რა წერია „ესოშიეითიდ პრესის“ კვლევაში

„ესოშიეითიდ პრესის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის რეიტინგი შემცირდა. კვლევა 13-18 იანვრის პერიოდში ჩატარდა და მასში 1 100-ზე მეტმა ამერიკელმა მიიიღო მონაწილეობა.

„ესოშიეითიდ პრესის“ კვლევის მიხედვით, ამერიკლე ამომრჩეველთა 56% ბაიდენის პოლიტიკას არ ეთანხმება და 2024 წლის არჩევნებში მისი მონაწილოება მოქალაქეთა მხოლოდ 28%-ს სურს.

10-00-baideni-2-1642741805.png

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივლისში ჩატარებული სოციალური კვლევის მიხედვით ჯო ბაიდენის პოლიტიკას ამერიკლეთა 59% ეთანხმებოდა.

„ესოშიეითიდ პრესის“ მიხედვით, ამერიკელთა ნაწილი პანდემიასთან ბრძოლის კუთხით და ინფლაციის ზრდის გამო ჯო ბაიდენის პოლიტიკით კმაყოფილოა. ამასთან, ამერიკელთა უმეტესობა ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანას ნეგატიურად აფასებს.