"ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ იგი დრუიდია და ხეებს ეთაყვანება" - რას წერს The New York Times ბიძინა ივანიშვილზე? | Allnews.Ge

"ზოგიერთი ქართველი ფიქრობს, რომ იგი დრუიდია და ხეებს ეთაყვანება" - რას წერს The New York Times ბიძინა ივანიშვილზე?

"ნიუ-იორკ თა­იმსში“ (The New York Times) და­ბეჭ­დი­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ხე­ე­ბი­სად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი თუ ძა­ლის დე­მონ­სტრა­ცია? ოლი­გარ­ქის უც­ნა­უ­რი პარ­კი: მი­ლი­არ­დე­რი ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, მაგ­რამ მისი კრი­ტი­კო­სე­ბის თქმით, იგი მა­ინც მნიშ­ვნე­ლო­ვან ძა­ლა­უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნებს“ (ავ­ტო­რი - ივან ნე­ჩე­პუ­რენ­კო).

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"სა­ქარ­თვე­ლოს მცხოვ­რებ­ლე­ბი ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბის მოწ­მე­ნი გახ­დნენ: გი­გან­ტუ­რი, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ხე­ე­ბი შავ ზღვა­ში, ვერ­ტი­კა­ლუ­რად მდგომ­ნი, მი­ცუ­რავ­დნენ. დი­დე­ბუ­ლი მაგ­ნო­ლი­ე­ბი, ლი­რი­ო­დენ­დრო­ნე­ბი და სხვა უნი­კა­ლუ­რი ჯი­შის ხე­ე­ბი, ხში­რი ტო­ტე­ბით, წყლის ზე­და­პირ­ზე ერ­თგვა­რი პრო­ცე­სი­ის სა­ხით მოძ­რა­ობ­დნენ, რაც ერ­თდრო­უ­ლად პო­ე­ტუ­რიც იყო და - გი­ჟუ­რიც.

bidz-1642567393.png

ხე­ე­ბი ბარ­ჟებ­ზე იყ­ვნენ და­მაგ­რე­ბულ­ნი და ბუქ­სირ­ჩაბ­მუ­ლე­ბი იმ ახალ პარკში გა­დაჰ­ქონ­დათ, რო­მე­ლიც ექ­სცენ­ტრი­კულ­მა მი­ლი­არ­დერ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ა­შე­ნა - ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც, ბევ­რი ქარ­თვე­ლის აზ­რით, ჯერ კი­დევ ინარ­ჩუ­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­უფ­ლე­ბას იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ იგი პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბი­სათ­ვის მეტი ყუ­რა­დღე­ბის დათ­მო­ბის მიზ­ნით.

პარკში, და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მდე ხე იქნა გა­და­ტა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც კავ­კა­სი­ა­ში მდე­ბა­რე ქვეყ­ნის - სა­ქარ­თვე­ლოს ღა­რი­ბი სოფ­ლე­ბი­დან ფეს­ვე­ბი­ან-მი­წი­ა­ნად ამო­თხა­რეს. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ზო­გი­ერ­თი ხე პი­რა­დად შე­არ­ჩია.

573d18fbe071ed65193c185c4954324e-2-60727-1642567418.jpg

ხე­ე­ბის ნა­წი­ლი პარკში ბარ­ჟით მი­ი­ტა­ნეს, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი - სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით. ამი­სათ­ვის მდი­ნა­რე­ე­ბის კა­ლა­პო­ტე­ბი გა­ა­ფარ­თო­ვეს, რკი­ნიგ­ზა­ზე კი მა­ტა­რებ­ლებს გა­ჩე­რე­ბა მო­უ­წი­ათ. 2020 წლის ზა­ფხულ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც გა­იხ­სნა. იგი მთავ­რო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლურ როლს არ ას­რუ­ლებს, მაგ­რამ კრი­ტი­კო­სე­ბის თქმით, 65 წლის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კუ­ლი­სე­ბი­დან ჯერ კი­დევ დიდი გავ­ლე­ნა აქვს. "მთე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა ერთი ადა­მი­ა­ნის ხელ­შია და, რა თქმა უნდა, ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია“, - ამ­ბობს მისი ყო­ფი­ლი მო­კავ­ში­რე გი­ორ­გი გა­ხა­რია, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან გა­სუ­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­დად­გა და გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ლი­არ­დე­რის მხრი­დან კონ­ტრო­ლი უკვე სუ­ლის მოთ­ქმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აღარ იძ­ლე­ო­და. განაგრძეთ კითხვა

myquiz