ჯენ ფსაკი - სიტუაცია უკიდურესად სახიფათოა, რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას | Allnews.Ge

ჯენ ფსაკი - სიტუაცია უკიდურესად სახიფათოა, რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას

სიტუაცია უკიდურესად სახიფათოა, ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გეგმავს, რუსეთს დეესკალაციისა და დიპლომატიური გზის არჩევისკენ მოუწოდოს. ჯენ ფსაკიმ ხაზი გაუსვა, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეჭრას აირჩევს, ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.

„რუსების გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევენ. შედეგები იქნება მძიმე, თუ ისინი დიპლომატიურ გზას არ დაადგებიან”, - განაცხადა ფსაკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ ჟენევაში პირისპირ შეხვდებიან. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ჟენევაში 21 იანვარს გაიმართება.

myquiz