"ბოლო ბასტიონი ჩვენ წინ უკრაინაა. თუ იქ რუსეთმა შეძლო თავისი გეგმის შესრულება, შემდეგ რიგში ჩვენ ვიქნებით" - რით შეიძლება დასრულდეს რუსეთ-დასავლეთის მორიგი დაპირისპირება? | Allnews.Ge

"ბოლო ბასტიონი ჩვენ წინ უკრაინაა. თუ იქ რუსეთმა შეძლო თავისი გეგმის შესრულება, შემდეგ რიგში ჩვენ ვიქნებით" - რით შეიძლება დასრულდეს რუსეთ-დასავლეთის მორიგი დაპირისპირება?

სა­ა­ხალ­წლო დღე­ე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რეს­ში და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა მო­ექ­ცა. ე.წ. სტრა­ტე­გი­უ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის დი­ა­ლო­გის არ­სე­ბო­ბა იმან გა­მო­იწ­ვია, რომ რუ­სე­თის სურ­ვი­ლია, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ­მა ალი­ან­სმა (ნატო) აღ­მო­სავ­ლე­თით გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე უარი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად თქვას. მათ ეს უპ­რე­ცე­დენ­ტოდ თავ­ხე­დუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი 2021 წლის ბო­ლოს წა­მო­ა­ყე­ნეს.

ამ ყვე­ლა­ფერს ფო­ნად უკ­რა­ი­ნის სა­ზღვარ­თან და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და­ერ­თო. კრემ­ლის მო­თხოვ­ნებს შო­რის ბალ­ტი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან და­სავ­ლე­თის ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნა და რუ­სე­თის სა­ზღვარ­თან სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის გან­თავ­სე­ბა­ზე უა­რის თქმა­ცაა.

აშშ-რუ­სე­თი­სა და ნატო-რუ­სე­თის შეხ­ვედ­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. რუ­სე­თი ულ­ტი­მა­ტუ­მით ლა­პა­რაკს არ წყვეტს, თეთ­რი სახ­ლის პრესმდი­ვან ჯენ სა­კის თქმით კი, ვა­შინგტონს მო­ე­პო­ვე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ქა­ლა­ქის პი­რო­ბებ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბი­სათ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რად გაწ­ვრთნი­ლი რუსი მებ­რძო­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ამ­ზა­დე­ბენ პრო­ვო­კა­ცი­ებს დონ­ბას­ში პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე. თა­ვად რუ­სე­თის სამ­ხედ­რო შეჭ­რა კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს თვე­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მა­ნამ­დე ამის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა უწყე­ბებ­მაც გა­ა­კე­თეს, კრემ­ლი კი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს. რუ­სუ­ლი მხა­რის მტკი­ცე­ბით, ისი­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრობ­ლე­მე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ურ გა­და­წყვე­ტას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ.

nato-russia-43650-1642415084.jpg

რო­გორც აშშ-ის, ისე ნა­ტოს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ხმა­მაღ­ლა აცხა­დე­ბენ, რომ რუ­სე­თი ვერ და­უ­წე­სებს ნა­ტოს შე­ზღუდ­ვებს რო­გორ და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ფარ­თოვ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა გახ­დე­ბი­ან ნა­ტოს წევ­რე­ბიო - ბრძა­ნა ნა­ტოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა იენს სტოლ­ტენ­ბერმა ნატო-რუ­სე­თის საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ერთ-ერთ იტა­ლი­ურ გა­მო­ცე­მას­თან.

შე­გახ­სე­ნებთ, ჩა­ნა­წე­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და უკ­რა­ი­ნა აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბი­ან ნა­ტოს წევ­რე­ბი 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის შემ­დეგ გაჩ­ნდა. მას შემ­დეგ 14 წელი გა­ვი­და, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვით, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი ცვლი­ლე­ბა მოხ­და, რა­მაც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან მე­ტად დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ გა­მო­იწ­ვია ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ასე­თი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა? თუმ­ცა, სა­კი­თხა­ვია ისიც, რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­ში ლო­გი­კის ძებ­ნა რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა.

გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე, ექ­სპერ­ტი:

"დიდი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ბრა­ზის ნი­ა­დაგ­ზე არ მოქ­მე­დე­ბენ. გა­წე­რი­ლი გეგ­მა აქვთ და მას მიჰ­ყვე­ბი­ან. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­საც ეს ნა­ბი­ჯი და­გეგ­მი­ლი ჰქონ­და და ამის­თვის შე­სა­ბა­მი­სი დრო შე­არ­ჩია. ხოლო რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, ზუს­ტად არა­ვინ იცის... და­სავ­ლეთ­ში დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ პარტნი­ო­რის წი­ნა­შე აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რათა მისი შეს­რუ­ლე­ბა მო­ა­ხერ­ხონ. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­ზა­ნი ნა­თე­ლია - და­ათ­მო­ბი­ნოს, რათა შემ­დეგ კი­დევ უფრო მეტი მო­ი­თხო­ვოს. ზო­გა­დად, დიპ­ლო­მა­ტია ულ­ტი­მა­ტუ­მებს არ გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა მათ უხე­ში ვაჭ­რო­ბა სჩ­ვე­ვი­ათ..."

giorgi-gobronidze-45493-1642415133.jpg

გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე

როცა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ფერ­ხე­ბულ პრო­ცეს­ზე ვლა­პა­რა­კობთ, შეგ­ვიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ ასე­ვე ჩნდე­ბა შე­კი­თხვა, - რამ­დე­ნად არის და­სავ­ლე­თი მზად, უფრო აქ­ტი­უ­რად იმოქ­მე­დოს და ნა­ტო­ში მიგ­ვი­ღოს?

განაგრძეთ კითხვა

myquiz