პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და ტიტული ჩამოართვეს - სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება და სკანდალური საქმე | Allnews.Ge

პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და ტიტული ჩამოართვეს - სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება და სკანდალური საქმე

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ელი­სა­ბედ მე­ო­რის ვაჟს, პრინც ენ­დრი­უს ჩა­მო­არ­თვეს სამ­ხედ­რო წო­დე­ბე­ბი და ის ვე­ღარ ისარ­გებ­ლებს სა­მე­ფო პატ­რო­ნა­ჟი.

ამას­თა­ნა­ვე, ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცის თა­ნახ­მად, იორ­კის ჰერ­ცო­გი ენ­დრიუ აღარ შე­ას­რუ­ლებს სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და მის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბულ საქ­მე­ში თავს, რო­გორც კერ­ძო პირი, ისე და­ი­ცავს.

BBC-ის თა­ნახ­მად, პრინცმა ენ­დრი­უმ და­კარ­გა ტი­ტუ­ლიც "თქვე­ნო სა­მე­ფო უმაღ­ლე­სო­ბავ“.

სა­მე­ფო ოჯახ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც პრინც ენ­დრი­უს ად­ვო­კა­ტებ­მა ამე­რი­კუ­ლი სა­სა­მარ­თლო ვერ და­არ­წმუ­ნეს, შე­ე­წყვი­ტა სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ პრინ­ცის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბის გან­ხილ­ვა.

virjinia1-70527-1642229521.jpg

ვირ­ჯი­ნია ჯუფ­რე

შე­გახ­სე­ნებთ, პრინც ენ­დრი­უს, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში 62 წლის ხდე­ბა, ბრალს სდებს 38 წლის ამე­რი­კე­ლი ვირ­ჯი­ნია ჯუფ­რე (რო­ბერტსი). ის ერთ-ერთი მოწ­მე იყო ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რის ჯეფ­რი ეპს­ტი­ნის საქ­მე­ში, რო­მე­ლიც პროს­ტი­ტუ­ცი­ა­ში არას­რულ­წლო­ვან­თა ჩარ­თვა­სა და ტრე­ფი­კინ­გში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი. ჯუფ­რეს მტკი­ცე­ბით, ეპს­ტი­ნის წვე­უ­ლე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და პრინ­ცი ენ­დრი­უც და 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, როცა ვირ­ჯი­ნია 17 წლის იყო, მას­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და.

პრინ­ცი ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

109953493-princeandrewpic-70565-1642229589.jpg

ვირ­ჯი­ნი­ას მტკი­ცე­ბით, ეს ფოტო პრინცთან მას ჯეფ­რი ეპს­ტინ­მა გა­და­უ­ღო

ჯეფ­რი ეპს­ტი­ნის სა­კან­ში გარ­დაც­ვლი­ლი გა­სუ­ლი წლის აგ­ვის­ტო­ში იპო­ვეს. მან თავი მო­იკ­ლა. ამე­რი­კე­ლი მი­ლი­არ­დე­რის საქ­მე­ში, პრინ­ცი ენ­დრი­უს გარ­და, უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ფი­გუ­რი­რებს.

myquiz