ნოვაკ ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს- რა ელის სერბ ჩოგბურთელს? | Allnews.Ge

ნოვაკ ჯოკოვიჩი საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს- რა ელის სერბ ჩოგბურთელს?

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დღეს, ონლაინ რეჟიმში გამართული წინასასამართლო სხდომის შემდეგ საიმიგრაციო დაკავების სასტუმროში დააბრუნეს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჩოგბურთელი დაკავებული იქნება ხვალ დაგეგმილ სასამართლო მოსმენამდე, სადაც გადაწყდება დარჩება თუ არა ავსტრალიაში და მიიღებს თუ არა მონაწილეობას „ავსტრალიის ღია ჩემპიონატში“ მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი თუ მისი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდება.

ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც იმიგრაციის მინისტრმა არავაქცინირებულ სპორტსმენს ვიზა მეორედ გაუუქმა. სასამართლო მოსმენა კვირისთვის არის დაგეგმილი, ანუ „ავსტრალიის ღია ჩემპიონატის“ გახსნამდე ერთი დღით ადრე. ჯოკოვიჩისთვის უფრო მეტია სასწორზე, ვიდრე წლევანდელი ჩემპიონატი, რადგან ავსტრალიიდან დეპორტაციას, როგორც წესი, ქვეყანაში შესვლის სამწლიანი აკრძალვა მოსდევს.

myquiz