ჰოლივუდის ყველაზე "მყარი ურთიერთობა" დასრულდა - რატომ დაშორდნენ ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი ერთმანეთს? | Allnews.Ge

ჰოლივუდის ყველაზე "მყარი ურთიერთობა" დასრულდა - რატომ დაშორდნენ ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი ერთმანეთს?

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ჯე­ი­სონ მო­მოა და ლისა ბო­ნე­ტი 17-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით, 5 წელი იყ­ვნენ.

გან­შო­რე­ბის შე­სა­ხებ ჯე­ი­სონ­მა და ლი­ზამ გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

"ჩვენ ყვე­ლა­ნი ვგრძნობთ ცვლი­ლე­ბებს ამ ტრანსფორ­მა­ცი­ულ დრო­ში. ცვლი­ლე­ბე­ბი შე­უქ­ცე­ვა­დია. ახა­ლი ამ­ბა­ვი გვაქვს - ქორ­წი­ნე­ბა­ში ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყო", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

jei-37142-1642060376.jpg

ჯე­ი­სონ მო­მოა ამ­ბობს, რომ მარ­თა­ლია, ქორ­წი­ნე­ბა დას­რულ­და, მაგ­რამ მათი სიყ­ვა­რუ­ლი გრძელ­დე­ბა. "ჩვენ ახლა უბ­რა­ლოდ ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ ერ­თმა­ნეთს“, - დას­ძენს მსა­ხი­ო­ბი. წყვილს ჰყავს 14 წლის გო­გო­ნა, ლოლა, 13 წლის ვაჟი, ნო­კოა.

2019 წელს Esquire-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში მო­მო­ამ თქვა, რომ ლიზა ბო­ნე­ტი მისი ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იყო. "ბავ­შვო­ბა­ში ის ჩემი კუ­მი­რი იყო და მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი“, - ამ­ბობ­და ჯე­ი­სო­ნი.

jason-37178-1642060391.jpg

ჰო­ლი­ვუდ­ში მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ ჯე­ი­სო­ნი­სა და ლი­ზას სიყ­ვა­რულ­მა დროს გა­უძ­ლო და მათ ურ­თი­ერ­თო­ბას მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე მყარს უწო­დებ­დნენ. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და 17-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის მი­ზე­ზი.

myquiz