ნატო-ს პრაქტიკულად მთელი ისტორია ომების ისტორიაა, რუსეთმა ომები შეაჩერა - ალიანსმა უნდა მიიღოს რუსეთის სამშვიდობო როლი- ალექსანდრ გრუშკო | Allnews.Ge

ნატო-ს პრაქტიკულად მთელი ისტორია ომების ისტორიაა, რუსეთმა ომები შეაჩერა - ალიანსმა უნდა მიიღოს რუსეთის სამშვიდობო როლი- ალექსანდრ გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ რუსეთ-ნატოს საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ ნატო-ს ქვეყნებს სურთ რუსეთთან თანამშრომლობა, მაშინ ალიანსმა უნდა მიიღოს რუსეთის სამშვიდობო როლი.

მისი თქმით, "ნატო-ს პრაქტიკულად მთელი ისტორია, მიუხედავად მისი „თავდაცვითი“ ხასიათის შესახებ განცხადებებისა, არის ომების ისტორია, ინტერვენციები, რომლებმაც დატოვეს კვალი განადგურებული სახელმწიფოებისა და მილიონობით ლტოლვილის სახით". მან ასევე აღნიშნა, რომ "რუსეთმა შეაჩერა ომები - მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი".

„თუ ნატო-ს ქვეყნებს ნამდვილად სურთ ჩვენთან თანამშრომლობა, მათ უნდა მიიღონ რუსეთის ფედერაციის ეს მნიშვნელოვანი როლი, როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას უზარმაზარ ევროატლანტიკურ სივრცეში და რომელსაც კრიტიკული წვლილი შეაქვს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში“, - განაცხადა გრუშკომ პრესკონფერენციაზე.

myquiz