როგორ ცხოვრობენ ჩინეთში კოვიდის გამო იზოლირებული ადამიანები | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობენ ჩინეთში კოვიდის გამო იზოლირებული ადამიანები

ჩი­ნე­თის "სა­კა­რან­ტი­ნო ბა­ნა­კი­დან" გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შემ­ზა­რა­ვი ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს ქვეყ­ნის "0 კო­ვი­დის" პო­ლი­ტი­კას

"ნუ­ლო­ვა­ნი კო­ვი­დის" პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში, ჩი­ნე­თის ზო­გი­ერთ ქა­ლაქ­ში მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და და და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში ამ შე­ზღუდ­ვებს "სას­ტიკ­საც" კი უწო­დე­ბენ. მა­გა­ლი­თად, ქა­ლაქ პუ­ტი­ა­ნი­ში მო­წყო­ბი­ლია სა­კა­რან­ტი­ნე ბა­ნა­კე­ბი, სა­დაც კა­რან­ტინ­ში გა­და­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ტა­რა მე­ტა­ლის ყუ­თებ­ში ცხოვ­რო­ბენ და ასე იცა­ვენ იზო­ლა­ცი­ის წე­სებს.

ყო­ვე­ლი­ვეს მე­დი­ა­ში უკვე უწო­დეს "მსოფ­ლი­ოს უმ­კაც­რე­სი ლო­ქ­და­უ­ნი." უზარ­მა­ზარ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია მე­ტა­ლის ნა­გე­ბო­ბე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ჰქონ­დათ კავ­ში­რი, ან თა­ვად არი­ან ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ­ნი.

nintchdbpict000704572997-1-49072-1641990771.jpg

რო­გორც ირ­კვე­ვა, კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ჩი­ნეთ­ში შარ­შან, წლის მი­წუ­რულს და­ი­წყო.

poto3-53843-1641990780.jpg

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კა­რან­ტი­ნე ბა­ნა­კებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­დაჰ­ყავთ და იზო­ლა­ცი­ის პე­რი­ო­დი 2 კვი­რამ­დეა. ამ ოთა­ხებ­ში კა­ცე­ბი, ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მო­ხუ­ცე­ბიც თავ­სდე­ბი­ან.

კად­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და, დის­ტო­პი­ურ გა­რე­მო­ში ჩად­გმულ კა­ბი­ნებ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ ხის სა­წო­ლი, ერთი ბა­ლი­ში, პლე­დი და სა­პირ­ფა­რე­შო აქვთ. განაგრძეთ კითხვა

myquiz