სომხეთი და თურქეთი რეგულარულ ავიარეისებს აღადგენენ- რა ინფორმაციას ავრცელებენ ავიაკომპანიები? | Allnews.Ge

სომხეთი და თურქეთი რეგულარულ ავიარეისებს აღადგენენ- რა ინფორმაციას ავრცელებენ ავიაკომპანიები?

FlyOne Armenia-მ და Pegasus Airlines-მა სამოქალაქო ავიაციის კომიტეტისგან ერევანი-სტამბოლი-ერევნის ჩარტერული ფრენების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღეს, - ინფორმაციას სომხური მედია ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კითხვაზე, როდის დაიწყება ფრენები, Flyone Armenia-ს დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა არამ ანანიანმა უპასუხა, რომ ისინი ელიან ნებართვას თურქეთის საავიაციო ხელისუფლებისგან.

16 დეკემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა განიხილავს როგორც თურქული, ასევე სომხური ავიახაზების წინადადებებს სტამბოლსა და ერევანს შორის ფრენების განხორციელებისთვის.

მაშინ თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეისებს თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი შეასრულებს.

myquiz