ქაოსი ჯოკოვიჩის სასამართლოზე - სხდომის მიმდინარეობისას Microsoft Teams-ის ბმულზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო | Allnews.Ge

ქაოსი ჯოკოვიჩის სასამართლოზე - სხდომის მიმდინარეობისას Microsoft Teams-ის ბმულზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო

სერ­ბი ჩოგ­ბურ­თე­ლი, ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი უკვე ერთ კვი­რა­ზე მე­ტია მსოფ­ლიო მე­დი­ის გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი თე­მაა. მან ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩოგ­ბურ­თე­ლის­თვის გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, ავ­სტრა­ლი­ა­ში შე­სას­ვლე­ლად მის­თვის ვიზა და­უშ­ვეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი არ ჰქონ­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მწვა­ვე პრო­ტეს­ტის შემ­დეგ, მელ­ბურ­ნის აე­რო­პორ­ტში ჩა­სულ ჩოგ­ბურ­თელს ვიზა გა­უ­უ­უქ­მეს და ავ­სტრა­ლი­ა­ში არ შე­უშ­ვეს. ის სპე­ცი­ა­ლურ სას­ტუმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ჯო­კო­ვი­ჩის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თეს და აცხა­დებ­დნენ, რომ ავ­სტრა­ლი­ის მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვი­ზის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ სა­ფუძ­ველს იყო მოკ­ლე­ბუ­ლი, მათი მტკი­ცე­ბით, ჯო­კო­ვიჩ­მა ვაქ­ცი­ნა იმი­ტომ ვერ გა­ი­კე­თა, რომ კო­ვი­დით იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

jokovici-49574-1641823159.jpg

ავ­სტრა­ლი­ის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩოგ­ბურ­თე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ მი­ი­ღო და ჯო­კო­ვი­ჩის ვი­ზის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­უ­სა­ბუ­თებ­ლად ცნო.

ჩოგ­ბურ­თე­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. სერ­ბი ვარ­სკვლა­ვის სა­სა­მარ­თლოს მოს­მე­ნის ყუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას Microsoft Teams-ის ბმულ­ზე შე­ეძ­ლო, რო­მე­ლიც ლა­ივსტრი­მის ნე­ბის­მი­ერ მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ჩარ­თოს თა­ვი­სი მიკრო­ფო­ნი და ვი­დეო, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ სპე­ცი­ა­ლუ­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღო და ყვე­ლას­თვის არ იყო ბმუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ადა­მი­ან­თა ჯგუფ­მა ჯო­კო­ვი­ჩის სა­სა­მარ­თლოს პირ­და­პირ ეთე­რის ბმულ­ზე შეღ­წე­ვა მა­ინც შეძ­ლო.

ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა კი პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის ვი­დეო ჩარ­თო, ერ­თმა ტექ­ნო მუ­სი­კა, ზო­გი­ერ­თი კი მღე­რო­და. აღ­ნიშ­ნულ­მა სა­სა­მარ­თლო­ზე ქა­ო­სი გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად მო­აგ­ვა­რა.

მან ტექ­ნი­კურ ჯგუფს მი­მარ­თა, რათა ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლი­ყო და პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ში­ნა­არ­სის ვი­დეო გა­მო­ერ­თოთ.

myquiz