ყირიმის აღიარება, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ურანის საბადოების გაკონტროლება - კიდევ რა შეიძლება მოსთხოვოს კრემლმა თოყაევს დახმარების სანაცვლოდ? | Allnews.Ge

ყირიმის აღიარება, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ურანის საბადოების გაკონტროლება - კიდევ რა შეიძლება მოსთხოვოს კრემლმა თოყაევს დახმარების სანაცვლოდ?

უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა 2 იან­ვარს ყა­ზა­ხეთ­ში, კერ­ძოდ, ქვეყ­ნის და­სავ­ლეთ­ში, მან­გის­ტა­უს ოლ­ქი­დან და­წყე­ბულ საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბას, რო­მე­ლიც სხვა რე­გი­ო­ნებ­საც მო­ე­დო. პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი ქვე­ყა­ნა­ში თხე­ვა­დი ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ორ­ჯერ გაძ­ვი­რე­ბა გახ­და. 4 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით, გა­დად­გა ყა­ზა­ხე­თის მთავ­რო­ბა, თუმ­ცა 5 იან­ვარს პრო­ტეს­ტი გაგ­რძელ­და და მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის ეპი­ცენ­ტრად იქცა ქა­ლა­ქი ალ­მა­თი, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­მა და­ი­კა­ვეს მე­რი­ი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის შე­ნო­ბე­ბი და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით - ქა­ლა­ქის აე­რო­პორ­ტიც.

5 იან­ვარს ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ-ჟო­მარტ თო­ყა­ევ­მა ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და. მან­ვე დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა პრო­რუ­სულ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას (ОДКБ), რო­მელ­მაც დას­ტუ­რი მა­ლე­ვე მის­ცა და ქვე­ყა­ნა­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის შე­ნა­ერ­თე­ბი გა­იგ­ზავ­ნა. დღემ­დე ის­მის კი­თხვა: რა­ტომ დას­ჭირ­და რე­გი­ო­ნის ერთ-ერთ ძლი­ერ ქვე­ყა­ნას რუ­სე­თი­სა და კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის წევ­რი სხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა, ან რა­ტომ დას­თან­ხმდა ორ­გა­ნი­ზა­ცია ასე სწრა­ფად დახ­მა­რე­ბას, როცა აქამ­დე მისი ეგი­დით სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი არ­სად გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ?

60348567-303-38888-1641805391.jpg

7 იან­ვარს პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ-ჟო­მარტ თო­ყა­ევ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას აც­ნო­ბა, რომ ვი­თა­რე­ბას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და, თუმ­ცა იქვე გა­ნა­ცხა­და: "ტე­რო­რის­ტე­ბი ისევ იყე­ნე­ბენ ია­რაღს და ზი­ანს აყე­ნე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­თა ქო­ნე­ბას... კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბი უნდა გაგ­რძელ­დეს ბო­ე­ვი­კე­ბის სრულ გა­ნად­გუ­რე­ბამ­დე".

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ ალ­მათ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ი­დე­ბის დროს პო­ლი­ცი­ამ 4 000-ზე მეტი დე­მონ­სტრან­ტი და­ა­კა­ვა. და­ღუ­პუ­ლია სულ ცოტა164 ადა­მი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რეს­პუბ­ლი­კის ოპე­რა­ტი­უ­ლი შტა­ბი, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით, ავ­რცე­ლებს.

yazaxeti-68773-1641805438.jpg

ყა­ზა­ხეთ­ში შეყ­ვა­ნი­ლი ОДКБ-ის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი დო­მი­ნი­რე­ბად როლს ას­რუ­ლე­ბენ. იყო თუ არა რუ­სე­თი­სა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბა უან­გა­რო თუ მოს­კო­ვი ყა­ზა­ხეთს რა­ი­მე სამ­სა­ხუ­რის გა­წე­ვას ან დათ­მო­ბებს მოს­თხოვს? - ამ შე­კი­თხვას ჩვე­ნე­ბუ­რი და უცხო­ე­ლი ანა­ლი­ტი­კო­სე­ბიც ბოლო დღე­ებ­ში ხში­რად სვა­მენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მას მერე, რაც ყა­ზა­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ОДКБ) ჯა­რე­ბის შეყ­ვა­ნა მო­ი­თხო­ვა, რუ­სე­თის სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­კომ­პა­ნია "რაშა თუ­დე­ის” და სამ­თავ­რო­ბო სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის, "როს­სია სე­გოდ­ნია” და "სპუტ­ნი­კის” მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა ცი­ნი­კუ­რი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"რა თქმა უნდა, უნდა და­ვეხ­მა­როთ. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ვეხ­მა­როთ. მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბიც უნდა წა­ვუ­ყე­ნოთ.

1. ყი­რი­მი - აღი­ა­რონ;

2. კი­რი­ლი­ცა - და­აბ­რუ­ნონ.

3. რუ­სუ­ლი - მე­ო­რე სა­ხელ­მწი­ფო ენად, ისე­ვე, რო­გორც ყირ­გი­ზეთ­შია;

4. შე­ეშ­ვან რუ­სულ სკო­ლებს და არ იც­რუ­ონ უფ­როს­თან, რომ ეს ასეა..."

ამ სა­კითხს გერ­მა­ნუ­ლი "დო­ი­ჩე ვე­ლეც“ (Deutsche Welle) ეხ­მა­უ­რე­ბა და აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "რას გა­და­უხ­დის თო­ყა­ე­ვი კრემლს დახ­მა­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ?“

https3a2f2fs3-ap-northeast-1amazonawscom2fpsh-ex-ftnikkei-3937bb42fimages2f-aliases2farticleimage2f92f62f02f32f38243069-1-eng-gb2f20220106-kazakhstan-map-38933-1641805518.jpg

ყი­რი­მის აღი­ა­რე­ბა - ყვე­ლაფ­რის თავი და თავი"რუ­სე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი თემა - ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის შე­წყვე­ტის ულ­ტი­მა­ტუ­მამ­დე - ყი­რი­მის ანექ­სი­ის აღი­ა­რე­ბა იყო უცხო­ე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ. ჯერ­ჯე­რო­ბით ყი­რიმს რუ­სე­თის ნა­წი­ლად აღი­ა­რე­ბენ ნი­კა­რა­გუა, ბე­ლა­რუ­სი და სა­ვა­რა­უ­დოდ, სი­რია. ფაქ­ტია, რომ სა­მი­ვე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სი­რია და ბე­ლა­რუ­სი რუ­სეთ­ზე ძა­ლი­ან არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რომ ყი­რი­მი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ად ეღი­ა­რე­ბი­ნა, ამის­თვის სა­ჭი­რო გახ­და, რომ ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი რუ­სეთ­ზე პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კუ­რად სრუ­ლად ყო­ფი­ლი­ყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. მინ­სკის მიერ ყი­რი­მის კუთ­ვნი­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა­ში არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლა იმ ფაქ­ტორ­მაც, რომ მოს­კო­ვი, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ბე­ლა­რუ­სის კა­ნო­ნი­ერ პრე­ზი­დენ­ტად თვლის.

რო­გორც ჩანს, ასე მო­იქ­ცე­ვა ყა­სიმ-ჟო­მართ თო­ყა­ე­ვიც. მარ­თა­ლია, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბას არა­ვინ სა­და­ოდ არ ხდის, მაგ­რამ გა­ურ­კვე­ვე­ლია, რამ­დე­ნად კა­ნო­ნი­ე­რად და­ი­კა­ვა მან უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი - რად­გა­ნაც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა, სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სის თა­ნახ­მად, სა­მუ­და­მოდ ეკუთ­ვნო­და ნურ­სულ­თან ნა­ზარ­ბა­ევს, ისე გა­მო­დის, რომ ყა­სიმ - ჟო­მართ თო­ყა­ევ­მა კა­ნო­ნი და­არ­ღვია.

yazaxeti-40775-1641805546.jpg

თურ­ქულ მა­ს­მე­დი­ა­ში გა­ჟო­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ვიდ­რე ყა­ზა­ხე­თის ლი­დე­რის თხოვ­ნას და­თან­ხმდე­ბო­და, კრემ­ლმა მას რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბა წა­უ­ყე­ნა: ყი­რი­მის რუ­სე­თის ნა­წი­ლად აღი­ა­რე­ბა, რუ­სუ­ლი ენის გა­მო­ცხა­დე­ბა ქვეყ­ნის მე­ო­რე ოფი­ცი­ა­ლურ ენად, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ჩრდ. ყა­ზა­ხეთ­ში მცხოვ­რე­ბი რუ­სე­ბი­სათ­ვის და ბო­ლოს, და­მა­ტე­ბი­თი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზის შექ­მნა (ყა­ზა­ხეთ­ში უკვე არის რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტე­ბი, მაგ­რამ კლა­სი­კუ­რი სამ­ხედ­რო ბაზა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს).

ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მა­გა­ლი­თი გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ყი­რი­მის აღი­ა­რე­ბას თვი­თონ ყა­სიმ - ჟო­მართ თო­ყო­ე­ვიც კარ­გად მიხ­ვდე­ბა, რუ­სე­თის მი­ნიშ­ნე­ბის გა­რე­შე. რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტის შექ­მნას, ბა­ზის სა­ხით, ამა­ზე რუსი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უკვე ლა­პა­რა­კო­ბენ, მა­გა­ლი­თად, პარ­ტია "სა­მარ­თლი­ა­ნი რუს­თის ლი­დე­რი სერ­გეი მი­რო­ნო­ვი, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყა­ზა­ხეთ­ში შეყ­ვა­ნი­ლი რუ­სუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი იქ მუდ­მი­ვად უნდა დარ­ჩნენ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ყა­ზა­ხე­თის რუ­სუ­ლე­ნო­ვან­მა ჩრდი­ლო­ეთ­მა ნა­წილ­მა (კოს­ტა­ნა­ის, პეტ­რო­პავ­ლოვ­სკის, პავ­ლო­და­რის და ჩრდ.ყა­ზა­ხე­თის ოლ­ქებ­მა) მარ­თლაც ავ­ტო­ნო­მია მი­ი­ღოს", - წერს "დო­ი­ჩე ველე".

myquiz