ღალატის ბრალდებით დაკავებული ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გარდაცვლილები და უდიდესი ფინანსური ზარალი - როგორია ვითარება ყაზახეთში | Allnews.Ge

ღალატის ბრალდებით დაკავებული ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გარდაცვლილები და უდიდესი ფინანსური ზარალი - როგორია ვითარება ყაზახეთში

ყა­ზა­ხე­თის მას­შტა­ბით 5 969 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი 134 ადა­მი­ა­ნი დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ასე­ვე და­ა­ზუს­ტა უშიშ­რო­ე­ბის და­ღუ­პუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, და­ი­ღუ­პა 16, და­შავ­და 1.3 ათას­ზე მეტი პო­ლი­ცი­ე­ლი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის წევ­რი და სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე. მა­ნამ­დე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 18 და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხებ იტყო­ბი­ნე­ბო­და.

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ერ­ლან ტურ­გუმ­ბა­ე­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არე­უ­ლო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ძრუ­ლია 125 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, მათ შო­რის ძა­ლა­დო­ბის, მკვლე­ლო­ბი­სა და ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტებ­ზე.

kazaxeticover-42260-1641719437.jpg

მისი თქმით, 400-ზე მეტი მან­ქა­ნა და­ზი­ან­და და გა­ნად­გურ­და, მათ­გან 346 პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნაა. ტურ­გუმ­ბა­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ გა­ძარ­ცვუ­ლია 100-ზე მეტი დიდი სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი და ბან­კი. წი­ნას­წა­რი ზა­რა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 212 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. გარ­და ამი­სა, ყა­ზა­ხეთ­ში ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

yazaxeti-42158-1641719460.jpg

კა­რიმ მა­სი­მო­ვის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­მა გა­ავ­რცე­ლა. კო­მი­ტეტს მა­სი­მო­ვი 6 იან­ვრამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

პრე­ზი­დენ­ტმა ყა­სიმ ყო­მართ თო­ყა­ევ­მა პოს­ტი­დან მა­სი­მო­ვი მას შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რაც პრო­ტეს­ტმა მა­სობ­რი­ვი სახე მი­ი­ღო და მთე­ლი ქვე­ყა­ნა მო­იც­ვა.

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტეტ­მა სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლა­ტის ფაქ­ტზე წი­ნას­წა­რი მოკ­ვლე­ვა 6 იან­ვარს და­ი­წყო. თო­ყა­ე­ვის ოფი­სის თქმით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბის შე­სა­ხებ აც­ნო­ბეს.

ორი ქვეყ­ნის ლი­დე­რი შე­თან­ხმდა, რომ მალე კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვი­დეო კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ.

რუ­სეთ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მან­და­ტის ფარ­გლებ­ში ყა­ზა­ხეთ­ში 2500 ჯა­რის­კა­ცი გა­ნა­თავ­სა.

myquiz