იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც სამართალდამცველებს 20 წელი ემალებოდა, Google-ის საშუალებით დააკავეს | Allnews.Ge

იტალიური მაფიის ბოსი, რომელიც სამართალდამცველებს 20 წელი ემალებოდა, Google-ის საშუალებით დააკავეს

იტა­ლი­უ­რი მა­ფი­ის ბოსი ჯო­ა­კი­ნო გა­მი­ნო, რო­მელ­საც მკვლე­ლო­ბის გამო სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს და რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­შიშ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტად ით­ვლე­ბა, ეს­პა­ნეთ­ში, მად­რიდ­თან ახ­ლოს, ქა­ლაქ გა­ლა­პა­გარ­ში და­ა­კა­ვეს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, კრი­მი­ნა­ლი, რო­მელ­საც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ, პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში მა­ნუ­ე­ლის სა­ხე­ლით რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და.

იტა­ლი­უ­რი მა­ფი­ის ბოსს ხილ-ბოსტნე­უ­ლის მა­ღა­ზია ჰქონ­და გახ­სნი­ლი და პა­რა­ლე­ლუ­რად, შეფ-მზა­რე­უ­ლად მუ­შა­ობ­და. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით იპო­ვეს, როცა პროგ­რა­მა Google Street View-მ მა­ღა­ზია "El Huerto de Manu" - "მა­ნუს ბაღ­თან“ ფოტო ორ მა­მა­კაცს გა­და­უ­ღო.

პო­ლი­ცი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა იფიქ­რეს, რომ ფო­ტო­ზე ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი იტა­ლი­ელ კრი­მი­ნალს ჰგავ­და, შემ­დეგ კი გა­მო­ძი­ე­ბი­სას გა­მი­ნოს ფოტო რეს­ტორ­ნის ფე­ის­ბუკ გვერ­დზეც აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ფო­ტო­ზე გა­მი­ნოს შეფ-მზა­რე­უ­ლის სა­მო­სი აც­ვია, მისი ამოც­ნო­ბა სა­ხე­ზე შრა­მით შეძ­ლეს. რო­გორც შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, სი­ცი­ლი­ელ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს რეს­ტორ­ნის მე­ნი­უ­ში სი­ცი­ლი­უ­რი კერ­ძიც შე­უ­ტა­ნია.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ცნო­ბით, ჯო­ა­კი­ნო გა­მი­ნო სი­ცი­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის აგ­რი­ჯენ­ტოს მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის წევ­რი იყო, რო­მე­ლიც 1990-იან წლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ და ყვე­ლა­ზე დიდ მა­ფი­ო­ზურ კლანს "კოზა ნოს­ტრას“ და­უ­პი­რის­პირ­და. პირ­ვე­ლად ის 1984 წელს, შემ­დეგ კი 1998 წელს ბარ­სე­ლო­ნა­ში და­ა­კა­ვეს. გა­მი­ნოს მკვლე­ლო­ბა­სა და მა­ფი­ო­ზურ კლან­თან კავ­შირ­ში დას­დეს ბრა­ლი, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს და რო­მის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა

2002 წელს მა­ფი­ო­ზუ­რი კლა­ნის ლი­დერ­მა ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა. ამ დროს ცი­ხე­ში ტე­ლე­ომ­პა­ნია Rai სე­რი­ალს იღებ­და. მა­შინ გა­მო­ცე­მა La Repubblica წერ­და, რომ მა­ფი­ოზ­მა გაქ­ცე­ვა სწო­რედ იმ დროს მო­ა­ხერ­ხა, როცა გა­და­ღე­ბე­ბი ცი­ხის ეზო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­და­ღე­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად პა­ტიმ­რე­ბი ახ­ლობ­ლებს მა­ინც ხვდე­ბოდ­ნენ და შე­ზღუდ­ვე­ბი არ ჰქონ­დათ.

გა­და­ღე­ბე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას უეც­რად პა­ტიმ­რებ­მა ჩხუ­ბი და­ი­წყეს, ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი შემ­დეგ ცი­ხის გა­ლა­ვან­ზე აძ­ვრა და არ ჩა­მო­დი­ო­და. ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა ჩხუ­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, რად­გან ფიქ­რობ­დნენ, რომ შე­საძ­ლოა პა­ტიმ­რე­ბის ბუნ­ტი და­წყე­ბუ­ლი­ყო. სწო­რედ ამ არე­უ­ლო­ბა­ში გა­მი­ნომ მო­ა­ხერ­ხა და ცი­ხი­დან გა­იქ­ცა. გა­მომ­ძი­ე­ლებ­თა აზ­რით, პა­ტიმ­რებ­მა ჩხუ­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყეს და გა­მი­ნოს გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მარ­ნენ. ამის შემ­დეგ იტა­ლი­უ­რი პო­ლი­ცია კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­ძებ­ნას და და­კა­ვე­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ის 2021 წლის 17 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ახ­ლა­ხანს გახ­და, როცა ამ­ბა­ვი გა­მო­ცე­მა La Repubblica-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

myquiz