ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, შესაძლოა, ჩინეთში გაიქცა- რას წერს რუსული მედია? | Allnews.Ge

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, შესაძლოა, ჩინეთში გაიქცა- რას წერს რუსული მედია?

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, შესაძლოა, ჩინეთში იმყოფება. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა lenta.ru პოლიტოლოგ არკადი დუბნოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დუბნოვი ასევე აღნიშნავს, რომ ნაზარბაევის ძმისშვილი კაირატ სატიბალდი, დუბაიში დააკავეს.

fb-1641627106.png

7 იანვარს პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა ქვეყანა დატოვეს. ადგილობრივი მედიის Orda.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ნაზარბაევის უფრო ძმა, ბოლათ ნაზარბაევი რჩება. ნურსულთან ნზარბაევი საზოგადოებაში ბოლოს 27 დეკემბერს გამოჩნდა.

მან სანკტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.